გიგა ბოკერია - ირაკლი კობახიძე ამ პოლიტიკური კლოუნების გუნდში გამორჩეული პოლიტიკური კლოუნია

ირაკლი კობახიძე ამ პოლიტიკური კლოუნების გუნდში გამორჩეული პოლიტიკური კლოუნია,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც კობახიძე ამბობს, რომ 200 "ნაციონალი" პარლამენტის ბლოკირებას ვერ მოახდენს.

ბოკერიას შეფასებით, მსგავსი შინაარსის განცხადებები მმართველი გუნდის პროპაგანდაა და აღნიშნულს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

ირაკლი კობახიძე ამ პოლიტიკური კლოუნების გუნდში, უნდა ვაღიარო, რომ გამორჩეული პოლიტიკური კლოუნია, რაც ივანიშვილის გარემოცვაში ადვილი არ არის, რომ იყო. ეს არის კაცი, რომელსაც ხვალ ივანიშვილი რომ დააბარებს, ისაუბრე, როგორი ნაძირალა ხარო, გამოვა და აუხსნის საზოგადოებას, როგორი ნაძირალაა თვითონ. კობახიძე საოცარი ტალანტის კაცი არის. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვიცით, რომ ეს პროპაგანდა მიმდინარეობს“,-განაცხადა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიამ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტის პიკეტირება გაგრძელდება. მისივე თქმით, მასშტაბური საპროტესტო აქციის თარიღს პარასკევს, ან შაბათს გააჟღერებენ. ბოკერიას განცხადებით, „კლოუნების გუნდი ამ წნეხს ვერ გაუძლებს“.

„ხვალინდელი სხდომა და კომიტეტები გააუქმეს. როგორც ჩანს, პოლიციის სპეცრაზმით დაიღალნენ, მათ რესურსებსაც საზღვარი აქვს. ზეგ იქნება სხდომა და დიდი ალბათობით კვლავ იქნება პიკეტირება, სირცხვილის კორიდორები, იმ კლიმატის შექნა ამ ხალხისთვის, რასაც ისინი იმსახურებენ. პარასკევ-შაბათს დიდი აქციის თარიღი დაანონსდება.

წინ მოსამართლეების დანიშვნის დღე გვაქვს პარლამენტში, ბევრი ლეგიტიმური პოლიტიკური სამიზნე გვაქვს და ამ სამარცხვინო კლოუნების გუნდი ამ წნეხს ვერ გაუძლებს, გარწმუნებთ“,-განაცხადა ბოკერიამ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა