ევროკავშირის ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტო -გასულ წელს მარიხუანა 15-დან 64 წლამდე ასაკის 25 მილიონმა ევროპელმა მოიხმარა

ევროპელები ნარკოტიკებზე ყოველ წელს 30 მილიარდ ევროს ხარჯავენ, - ამის შესახებ ევროპოლისა და ევროკავშირის ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 6 მილიარდი ევროთი მეტია წინა ანგარიშში მოცემულ მაჩვენებელზე, რომელიც 2016 წელს გამოქვეყნდა.

ახალი დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული თანხიდან დაახლეობით 39 პროცენტი მარიხუანზე იხარჯება, 31 პროცენტი -კოკაინზე, 25 პროცენტი კი - ჰეროინზე.

აღსანიშნავია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა 2017 წელს 140 ტონა უკანონო კოკაინი ამოიღეს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ გასულ წელს მარიხუანა 15-დან 64 წლამდე ასაკის 25 მილიონმა ევროპელმა მოიხმარა, ამავე ასაკობრივი ჯგუფიდან კი კოკაინის მომხმარებელი 4 მილიონი ადამიანი იყო.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ შარშან ოპიუმი 1,3 მილიონმა ადამიანმა მოიხმარა, ამფეტამინი და მეტამფეტამინი - 1,7 მილიონმა, ხოლო ექსტაზი -2,6 მილიონმა.

ევროპოლი და ევროკავშირის ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტო ნარკოტიკებით ვაჭრობის სტატისტიკის ზრდას თანამედროვე ტექნოლოგიებს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ნარკოტიკების გაყიდვას ხელს სამესიჯო აპლიკაციები, სოციალური ქსელები და ე.წ. „დარქნეტის ბაზარი“ უწყობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო