ცაგერში, პოლიციელების დაპირისპირებისას დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია

ცაგერში დაჭრილი 65 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

როგორც ჰოსპიტალის მიმღების ექიმმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მას დამატებითი კვლევები ჩაუტარდა.

„მამაკაცს ჭრილობა მარცხენა ბარძაყის ზედა მესამედში აღენიშნება. მდგომარეობა სტაბილურია, პარამეტრები ნორმაშია. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები და მკურნალობა. კონტაქტური და ადეკვატურია,“- განუცხადა ჟურნალისტებს ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის მიმღების ექიმმა თემურ აფხაძემ.

შეგახსენებთ, ცაგერის რაიონში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით, მოკლულია ორი პოლიციელი. ასევე, დაჭრილია 65 წლის მამაკაცი. ერთ-ერთი ვერსიით, პოლიციელებს შორის კონფლიქტი მოხდა და მათ ერთმანეთს ესროლეს, თუმცა ეს ვერსია ოფიციალურ უწყებებს ჯერ არ დაუდასტურებიათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს, საქმეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი იძიებს. მომხდარზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა