საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ სათათბირო საბჭოს პირველ შეხვედრას უმასპინძლა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG) სათათბირო საბჭოს პირველ შეხვედრას უმასპინძლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციიდან აცნობეს, BAG-იმ PMCG-სთან თანამშრომლობით BAG ინდექსის პროექტი შეიმუშავა, რომლის პრეზენტაცია სათათბირო საბჭოს წევრებს PMCG-ის კვლევითი პროგრამების დირექტორმა, გიორგი ხიშტოვანმა წარუდგინა. BAG ინდექსის მეშვეობით, განისაზღვრება ქვეყანაში არსებული ბიზნეს კლიმატი, დასაქმების ბარომეტრები და ასევე მოხდება ინვესტიციების სიხშირისა და ინტენსივობის კვლევა.

„BAG ინდექსის დახმარებით განხორციელდება ბიზნესგარემოს მონიტორინგი, ასევე განისაზღვრება კონკრეტულ პერიოდებში ბიზნესის წარმოების ძლიერი და სუსტი მხარეები და დასკვნის სახით, BAG ინდექსი ბიზნესის სამომავლო განვითარების ანალიზის გაკეთების შესაძლებლობას მოგვცემს. აღნიშნული სასარგებლო იქნება როგორც ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის“, - განაცხადა BAG-ის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, რომ ასოციაციის ახალი საკონსულტაციო ორგანოს შემადგენლობა მიმდინარე წლის ოქტომბერში სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით დამტკიცდა.

სათათბირო საბჭო დაკომპლექტებულია BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლების მიერ. ასოციაციის ხელმძღვანელობის გარდა სათათბირო საბჭოში წარმოდგენილი არიან: ვალერი ჩეხერია „აჭარა ჯგუფი“, ნატო ხაინდრავა ბანკი „ქართუ“, დავით ცაავა „ბაზისბანკი“, ზურაბ ლალაზაშვილი „ბიდიო“, ოთარ შარიქაძე Galt&Taggart, ოთარ ნადარაია „თიბისი“ ბანკი, ირაკლი ბოქოლიშვილი „ნიკორა“, ლექსო ალექსიშვილი „პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფი“(PMCG), ლექსო თოფურია „სილქროუდი“, პაპუნა ტოლიაშვილი „სინერჯი ჯგუფი“, ლევან გიორგაძე „სოკარ ენერჯი ჯორჯია“, თეა ლორთქიფანიძე „ტერაბანკი“, გიორგი აბაშიძე „ტურინვესტი“, ნიკოლოზ გეგუჩაძე „ხალიკ ბანკი საქართველო“, ლაშა ბზარაშვილი „4 ფინანსი“, დავით კილაძე შპს “IDL”.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს