ილჰამ ალიევი - ჩვენ რევოლუციების ჭირი, დაავადება და ინფექცია შევაჩერეთ - მთელი მსოფლიო ხედავს, რომ ამან ქვეყნებს მხოლოდ უბედურება მოუტანა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანმა შეწყვიტა რევოლუციების „ჭირი და დაავადება“ და არ შეცდა, რადგან ახლა მთელი მსოფლიო ხედავს, რა მოუტანა ამ რევოლუციებმა კონკრეტულ ქვეყნებს.

„2005 წელი. ამ რევოლუციების სერიის მომდევნო ადგილი აზერბაიჯანი უნდა გამხდარიყო. უკვე გამოცემული იყო მაისურები წარწერებით: „საქართველო, უკრაინა, ყირგიზეთი, აზერბაიჯანი“ - ანუ, ჩვენ მეოთხე ქვეყანა გავხდებოდით, ხოლო ჩვენ სხვა ქვეყნები უნდა მოგვყოლოდა. მაგრამ, ჩვენ ეს ჭირი, ეს დაავადება, ეს ინფექცია შევწყვიტეთ. ახლა მთელი მსოფლიო ხედავს, რომ რევოლუციებმა ქვეყნებს მხოლოდ უბედურება მოუტანა და ისინი პრობლემების წინაშე მარტო აღმოჩნდნენ. ამ ქვეყნებში არეულობა არ ცხრება, იმიტომ, რომ იქ რევოლუციების შხამიანი სარეველა დათესეს. ის იმდენად შხამიანი იყო, რომ ამ შხამის მოქმედება დღემდე რჩება ზოგიერთ ადგილას. ეს არ მოხდა აზერბაიჯანში, რატომ? იმიტომ, რომ ხალხს არ უნდოდა. ხალხმა თქვა: არა, საკმარისია!“-განაცხადა ალიევმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანმა უნდა გადახედოს იდეოლოგიურ სამუშაოებს. მისი თქმით, ამ მიმართულებით პრობლემებია.

„ვისაც ჩვენ არ ვუყვარვართ, მათ შორის ისინი ვინც სომხურ ლობს აფინანსებენ, ამ ხარვეზებს იყენებენ, განსაკუთრებით ახლა, როცა გვაქვს თავისუფალი ინტერნეტი. აზერბაიჯანში ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვმა 80%-ს გადააჭარბა. აზერბაიჯანში არის თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოება და დემოკრატიული მედია. მათ სურთ ახალგაზრდების ტვინები მოწამლონ. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ“,-განაცხადა ალიევმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა