თვის ბოლომდე თოვა მხოლოდ მაღალმთიან რაიონებშია მოსალოდნელი

თვის ბოლომდე თოვა მხოლოდ მაღალმთიან რაიონებშია მოსალოდნელი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.

მისი თქმით, 28, 30 ნოემბერსა და 1-ელ დეკემბერს დაბლობში წვიმაა მოსალოდნელი, მაღალმთიან რაიონებში ღამით, თოვლია ნავარაუდევი.

როგორც დოდო გვაზავამ განაცხადა, 29 ნოემბერს ქვეყნის მასშტაბით უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ამავე რიცხვების განმავლობაში, დასავლეთ საქარველოში ჰაერის ტემპერატურა 20-21 გრადუსი ფარგლებში დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ჰაერის ტემპერატურა 16 გრადუსამდე გათბება.

რაც შეეხება დედაქალაქს, 28 ნოემბერს თბილისში ჰაერი 13 გრადუსამდე იქნება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო