„როიტერსი“ - თურქეთმა აღმოსავლეთ ევროპელები მძევლად აიყვანა და ნატო-ს აშანტაჟებს

„როიტერსის“ ცნობით, თურქეთი უარს ამბობს ხელი მოაწეროს ნატო-ს თავდაცვის გეგმას, რომელიც ბალტიის ქვეყნების და პოლონეთის რუსეთისგან დაცვას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ ალიანსი არ აღიარებს ჩრდილოეთ სირიაში მყოფ ქურთულ მილიციას „ტერორისტულ ჯგუფად“.

გამოცემა ექსკლუზიურ მასალას აქვეყნებს, სადაც საუბრობს, რომ თურქეთის ელჩს ნატო-ში დავალება მიეცა, ხელი არ მოეწერა შეთანხმებისთვის და პირად საუბრებში გაეჟღერებინა ანკარის მოთხოვნები.

„მათ აღმოსავლეთ ევროპელები მძევლად აიყვანეს და ბლოკავენ ამ სამხედრო გეგმას მანამ, ვიდრე დასტურს არ მიიღებენ“,- აცხადებს „როიტერსის“ წყარო დიპლომატიური წრეებიდან.

ნატო-ს ლონდონის სამიტი მომავალ კვირაში, ბრიტანეთის დედაქალაქში გაიმართება. სამიტის ფარგლებში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი შეხვედრებს გამართავენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა