სულხან სალაძე - ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი, რა საჭირო იყო დილის 5 საათზე წყლის ჭავლის გამოყენება, როცა პლენარული სხდომის დაწყებამდე დიდი დრო იყო

როცა დილის 5 საათზე იყენებ წყლის ჭავლს და პარლამენტის სხდომა იწყება მინიმუმ 5 საათის შემდეგ, ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი კითხვას, რა საჭირო იყო დილის 5 საათზე ამის გამოყენება, როცა სხდომის დაწყებამდე დიდი დრო იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საია-ს თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას მეტი არგუმენტი სჭირდება, რომ აქციის გამთენიისას დაშლას გამართლება მოუძებნოს.

"როცა საუბარია მაგალითად, წყლის ჭავლის გამოყენებაზე, ცხადია, ამის საჭიროება უნდა არსებობდეს. იქნებ 8 საათზე ისედაც იშლებიან აქციის მონაწილეები? შეიძლება ისინი აპირებენ გარკვეული განცხადების გაკეთებას და ეს განცხადებები არ უშლის ხელს პარლამენტარებს, დაუყოვნებლივ შევიდნენ პარლამენტში. ეს რომ არ იცის უწყებამ და 5 საათით ადრე ახდენს, თითქოსდა პრევენციის მიზნით წყლის ჭავლის გამოყენებას, ცხადია, ამაზე მეტი არგუმენტია საჭირო, თუ რატომაა გამოყენება მიზანშეწონილი,“ - განაცხადა სალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო