ლევან კობერიძე - კლინიკებისთვის მომსახურების ტარიფების გათანაბრების შემდეგ, ხშირად პაციენტებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა შეუძლებელია და საავადმყოფოებსაც ზარალი ადგებათ

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან კობერიძის განცხადებით, მთავრობის 520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ, რაც კლინიკებისთვის მომსახურების ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს, ხშირად პაციენტებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა შეუძლებელია და კლინიკებსაც ზარალი ადგებათ.

ამის შესახებ კობერიძემ პრესკონფერენციაზე სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კლინიკების წარმომადგენლებმა ჯანდაცვის სამინისტროს 520-ე დადგენილების გადავადება კიდევ ერთხელ სთხოვეს.

“რეალურად, ხშირ შემთხვევაში შეუძლებელი ხდება პაციენტებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა. ხდება ასევე, სამედიცინო სერვისების გადავადება სწორედ იმის გამო, რომ აღნიშნული ტარიფიკაციის სქემით ფაქტობრივად, შეუძლებელია ისეთი მანიპულაციის გაწევა, რომელზეც ექიმი პასუხისმგებლობას აიღებს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან მიმართებით. მათ შორის დღევანდელ შეხვედრაზე წარმოვადგენთ ზარალს, რომელიც ადგებათ კლინიკებს. დღევანდელი შეკრების მიზანი არის, რომ კიდევ ერთხელ ეთხოვოს ჯანდაცვის სამინისტროს, რომ მოხდეს გადავადება ამ დადგენილების ამოქმედების, იმისთვის, რომ დარგთან, სპეციალისტებთან ერთად მოხდეს ამ ტარიფიკაციის სქემის ერთგვარი გავლა. ჯერჯერობით ჩვენ ველოდებით და არ ყოფილა ჩანიშნული შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრთან”, - განაცხადა კობერიძემ.

ცნობისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრების #520 დადგენილება 21 ნოემბრიდან ამოქმედდა. ამ დადგენილებით, სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ჩართულნი იქნებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იღებენ ვალდებულებას, პაციენტებს სერვისები სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით მიაწოდონ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა