თბილისის მერია ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავებას იწყებს

თბილისის მერია EBRD-ის გრანტით ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავებას იწყებს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, EBRD-თან თანამშრომლობით, 500 000 ევროს გრანტით, იწყება ნარჩენების მართვის სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა.

„უკვე შერჩეულია კონსორციუმი, რომელიც აერთიანებს გერმანულ და ბერძნულ საკონსულტაციო კომპანიებს. ამ კონსორციუმმა გაიმარჯვა EBRD-ის მიერ გამოცხადებულ ტენდერში. ვიწყებთ ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის შემუშავებას, რომელიც დაეყრდნობა ევროპულ გამოცდილებას, გაწერს გრძელვადიან ხედვას, თუ რა თანმიმდევრული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეროვნული კანონმდებლობითა და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის. რაც შეეხება საკონსულტაციო კომპანიის ვალდებულებებს, მათ შორისაა, არსებული მდგომარეობის შესწავლა და პირველადი კვლევა ნარჩენების განთავსებისა და რეციკლირების არსებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით; ნარჩენების შეგროვების არსებული სისტემის შეფასება, ნარჩენების შემადგენლობის შესწავლა, არსებულ საკანონმდებლო და სატარიფო სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოჩენა. ასევე, უნდა შემუშავდეს ტრანსპორტირებისთვის ახალი ოპტიმალური სამარშრუტო სქემები.

იცით, რომ ქალაქში გვაქვს სეპარირებული ურნები, თუმცა ეს საკმარისი არაა. გვინდა დამუშავდეს დოკუმენტი მთელი ქალაქის მასშტაბით, რომელზე დაყრდნობითაც გვინდა განვითარებული ქვეყნების საუკეთესო მაგალითები გადმოვიტანოთ“, - აღნიშნა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა