გუბაზ სანიკიძე ჟურნალისტებს - სააკაშვილი აგენტს როდის მეძახდა? - თავგასიებულს მეძახდა

ჩემი და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ გამოიწვია. ჩვენ საკუთარ თავს და ეგოს გადავახტით, - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე და ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ.

"ორმხრივი სურვილი იყო მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის. არა მარტო ჩემი. ეს გამოიწვია ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ და რეალობამ. მიხეილ სააკაშვილი მოგვწონს თუ არა, ის ჩემი შეფასებით, არის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მას აქვს ძალიან დიდი პიროვნული რესურსი, ამიტომ ჩავთავალე, რომ ის ნარატივი, რომელსაც 7 წელია ნერგავს ბიძინა ივანიშვილი, რომ სააკაშვილი არ უნდა მობრუნდეს, "ნაცები" თუ მობრუნდნენ, მეორედ მოსვლა დაიწყება და საქართველოს დაესხმება ყველა მეზობელი, ეს ამაზრზენი და ამორალურიცაა", - განაცხადა სანიკიძემ.

მისი აზრით, მიხეილ სააკაშვილი და მისი თვისებები, დღესდღეობით, საქართველოს სჭირდება.

"თუ გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ხალხი, რომ მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდეს, მე მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები. მეტიც, ხელსაც შევუწყობ", - აღნიშნა სანიკიძემ.

ამასთან, მისთვის გაუგებარია მათი შეხვედრა რატომ იყო მოულოდნელი, როცა ტელეეთერით დააანონსა.

კითხვაზე, რა აძლევთ იმის იმედს, რომ სააკაშვილი არ გაიმეორებს იმ შეცდომებს, რასაც თავად აქტიურად აკრიტიკებდა, სანიკიძემ განაცხადა:

"შეხვედრიდან დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილი მზად არის პოლიტიკური პროცესისთვის, მზად არის იპოვოს თავისი თავი ოპოზიციურ ფრონტში და მზად არის ძალიან ბევრი კომპრომისისთვის", - აღნიშნა სანიკიძემ.

მისივე თქმით, თვითონ და მიხეილ სააკაშვილი, "საკუთარ თავს და ეგოს გადაახტნენ".

კითხვაზე, აპატია თუ არა მიხეილ სააკაშვილს ძველი წყენები და შესაძლებელია თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილსაც აპატიოს წყენა, მან თქვა, რომ "არც ბიძინა ივანიშვილი და არც მიხეილ ივანიშვილი მისი პირადი მტრები არ არიან".

ჟურნალისტის რეპლიკაზე "ჩვენ გვახსოვს, რომ მიხეილ სააკაშვილი გეძახდათ როგორც ჯალათს, ისე აგენტს, სანიკიძემ ხუმრობით აღნიშნა: "აგენტს როდის მეძახდა? - თავგასიებულს მეძახდა".

ამასთან, ჟურნალისტის კითვაზე, რომ მას კრიტიკული დამოკიდებილება ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის მიმართ და ახლა რას ფიქრობდა, სანიკიძემ განაცხადა, რომ კრიტიკას ისიც არ აკლებდა.

"კრიტიკას ისიც არ მაკლებდა, თავგასიებულს მეძახდა ხოლმე", - აღნიშნა სანიკიძემ.

"ბიძინას ჩემთვის პირადად არაფერი დაუშავებია, მაგრამ სჯობდა, ჩემთვის დაეშავებინა და არა ქვეყნისთვის", - აღნიშნა სანიკიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში ყოფილ დეპუტატებს გუბაზ სანიკიძეს და ვალერი გელბახიანს შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ყველა მათგანს ერთი რამ - საქართველოს სიყვარული აერთიანებთ.ვალერი გელბახიანის განცხადებით კი, ისინი 23 ნოემბერს სიმბოლურად შეიკრიბნენ.

იხილეთ ვიდეო

ზაზა ფირალიშვილი - კრემლს ჩვენში ისეთი ძალის გამარჯვება აწყობს, ვინც კონფრონტაციული რიტორიკის ერთგული იქნება, ვერ შეძლებს ქვეყანში დიალოგისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას
ქართული პრესის მიმოხილვა 29.10.2020
ანა დოლიძე - მჯერა, რომ უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლას  აქვს აზრი
პარტია „რეფორმერის“ თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი - შევქმენით პრეცენდენტი, თუ როგორ შეიძლება აწარმოო თანამედროვე პოლიტიკური საარჩევნო კამპანია
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ "მთავარი არხისა" და "TV 1"-ს ჟურნალისტებმა არქის შვილობილ კომპანიასთან მიმართებაში ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
ნანა დევდარიანი - გაუპატიურების, ძალადობის, ცემის, წამების ამსახველი კადრები არავის დავიწყებია (R)
არჩილ ბენიძე - მწამებლებისა და მკვლელების დასჯა ერთადერთ პარტიას - "პატრიოტთა ალიანსს" შეუძლია (R)
„სილქფესტი“ მომხმარებლებს სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებზე ულიმიტო პირობებს შესთავაზებს
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს, ონლაინ - B2B ფორმატში გამართავს
ირმა ინაშვილი - "ქართული ოცნება" დამნაშავეა იმაში, რომ წლების მანძილზე ხელს აფარებდა დამნაშავეებს (R)
გიორგი ლომია - ციხის კადრებში ნათლად ჩანს, რომ პატიმრების წამებაში მთელი სისტემა იყო ჩართული (R)
ირმა ინაშვილი - "ნაციონალური მოძრაობა" ისტორიას და ფაქტებს ვერ წაშლის, რადგან ხალხს ყველაფერი ახსოვს (R)