საქართველო დიდ ბრიტანეთში 2020 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად აღიარეს

დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ტუროპერატორთა ასოციაციამ (ABTA) საქართველო 2020 წლის საუკეთესო მიმართულებად დაასახელა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, საქართველოსთან ერთად ანგარიშში 11 ტურისტული მიმართულება მათ შორის ჰოლანდია, მაროკო, სამხრეთ კორეა, მადრიდი, ვენა და სხვა ქვეყნები, ქალაქები და რეგიონები მოხვდნენ.

ბრიტანეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ანგარიშში საერთაშორისო ექსპერტები იყვნენ ჩართულები, რომლებმაც მთელი წლის განმავლობაში ქვეყნების, რეგიონების ცნობილი დღესასწაულები, ღირსშესანიშნაობები და ტურისტული მიმართულებები შეისწავლეს.

„საქართველო გამაოგნებლად სასიამოვნო მიმართულებაა. გაერთიანებული სამეფოდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისი სრულდება. საქართველოს დედაქალაქი გართობის მრავალფეროვნებით გამოირჩევა, თბილისში მზარდია კლუბების რაოდენობა. აქ ნახავთ უამრავ ბარს და რესტორანს, სადაც მაღალი ხარისხის ქართული ღვინო აქვთ.

საქართველოს რეგიონები სიმწვანით, ხელუხლებელი ბუნებით გამოირჩევა. ქვეყნის 70% ტყით არის დაფარული. საქართველოში UNESCO -ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ადგილებია, მათ შორისაა: ჯვარი და სვეტიცხოველი.

საქართველოში რაც ყველაზე გამოსარჩევია, ეს არის ძალიან მეგობრული, ტურისტების მიმართ კეთილგანწყობილი ხალხი. საქართველო სტუმართმასპინძლობით გამორჩეული ქვეყანა“, - ნათქვამია ანგარიშში.

„მოხარულები ვართ, რომ საქართველომ კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა საერთაშორისო არენაზე, კონკრეტულად დიდ ბრიტანეთში, სადაც საქართველო დასახელდა 2020 წლის ყველაზე მიმზიდველი მიმართულება. ეს აღიარება საქართველომ მოიპოვა ბრიტანული ასოციაციის და ექსპერტების შეფასებით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ასოციაცია. ჩვენი წარმატება საქართველოს მიმართულებით ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის, რაც ხელს შეუწყობს ქართულ და ბრიტანულ კომპანიებს შორის ბიზნესურთიერთობების დამყარებას ტურიზმის მიმართულებით,

ეს აღიარება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მეტი ბრიტანელი ტურისტის ჩამოსვლას საქართველოში, რომელიც გამოირჩევა მხარჯველუნარიანობით“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილი.

დიდი ბრიტანეთის ტუროპერატორთა ასოციაცია 65 წლის წინ დაარსდა. ასოციაციაში 4300-ზე მეტი ტურისტული ბრენდია გაწევრიანებული. წლიური ბრუნვა კი 39 მილიარდი ფუნტია. კომპანიები როგორც დასვენებაზე, ასევე ბიზნეს ტურისტულ სერვისზეა არიან ორიენტირებულები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა