ბათუმში, „თეგეტა აკადემიამ“ ღია კარის დღე გამართა

ბათუმში, „თეგეტა აკადემიამ“ ღია კარის დღე გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თეგეტადან“ აცნობეს, ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ აჭარის რეგიონში მომუშავე წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები.

„ღონისძიებაზე, სადაც „თეგეტა აკადემიამ“ საინტერესო და ინტერაქტიული პრეზენტაცია წარმოადგინა, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ „თეგეტა აკადემიის“ მიმდინარე სიახლეებსა და პროგრამებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მათი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას.

„თეგეტა აკადემია“ ფუნქციონირებს 2017 წლიდან და არის უნიკალური სასწავლო პლატფორმა, მისი მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია ქვეყანაში და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება ავტომომსახურების სფეროში.

2019 წლიდან „თეგეტა აკადემიას“ მიენიჭა ავტორიზებული პროფესიული კოლეჯის სტატუსი და წარმოადგენს ერთადერთ ავტორიზირებულ კერძო კოლეჯს, რომელიც სთავაზობს სტუდენტებს დუალური განათლების მოდელს, რაც ეფუძნება პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას.

“თეგეტა აკადემიის“ სასწავლო კურსს უძღვებიან როგორც ადგილობრივი, ასევე მსოფლიოს წამყავანი ბრენდების უცხოელი ტრენერები ავტოინდუსტიის სფეროდან, როგორებიც გახლავთ: ბოში, მოტული, პორშე, ტოიოტა და სხვა. „თეგეტა აკადემია“ წელიწადში 80-ზე მეტ ტრენინგს ატარებს. სასწავლო ცენტრი აღჭურვილია საკონფერენციო დარბაზებით, კომპიუტერული ლაბორატორიითა და ბიბლიოთეკით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა