საიამ 20-21 ივნისის მოვლენებზე მომზადებული ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 20-21 ივნისის მოვლენებზე მომზადებული ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

როგორც ჟურნალისტებს საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძემ განუცხადა, 20-21 ივნისის ღამეს მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა მედიასთან დაკავშირებული საკითხები. მისივე თქმით, ერთ კონრკეტულ აქციაზე დაშავებული მედიის ამდენი წარმომადგენელი, სხვა დროს არ ყოფილა.

ანგარიშის მიხედვით, ადგილი ჰქონდა მედიის წარმომადგენელთა უფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების, არასათანადო მოპყრობისგან დაცვის უფლების, საკუთრების უფლების დარღვევის მძიმე შემთხვევებს,ასევე, ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებს.

როგორც ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი, საია-ს წარმომადგენელი ნონა ქურდოვანიძე ამბობს, კითხვის ნიშნებს ბადებს ის გარემოებაც, რომ არცერთი ჟურნალისტი არ არის დაზარალებულად ცნობილი.

„ჟურნალისტების მიმართაც იყო გამოყენებული ძალა, რომლის არც საჭიროება და არც საფუძველი არ არსებობდა. გარდა ამისა, ზოგიერთ ჟურნალისტს შეეშალა საქმიანობის განხორციელებაში ხელი და ერთ-ერთი ჟურნალსიტი იყო თავისუფლებააღკვეთილიც, რაც სერიოზულ კითხვებს ბადებს, რა საჭირო იყო და აუცილებლობა იყო რომ ჟურნალისტი დაეკავებინათ? ჩვენ გვაქვს რეკომენდაცია პროკურატურისთვის, რომ დროულად ჩაატარონ გამოძიება, რადგან არცერთი ჟურანალისტი არ არის დაზარალებულად ცნობილი, რაც ასევე სერიოზულ კითხვებს აჩენს გამოძიების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებითაც,“ - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა