ხათუნა ლაგაზიძე - ოპოზიციას პიკეტირების გარდა სხვა გამოსავალი არ აქვს, მისი ტაქტიკა გამართლებულია, რადგან არ არის ძალადობრივი და ხელისუფლებას ამყოფებს სტრესში

ვფიქრობ, ოპოზიციას პიკეტირების, როგორც ერთ-ერთი ტაქტიკის გარდა, სხვა გამოსავალი ამ ეტაპზე არ აქვს. ეს მუდმივი ზეწოლა ხელისუფლებაზე უნდა გაგრძელდეს იქამდე, ვიდრე ის არ წამოვა დიალოგზე, - ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ პარლამენტის პიკეტირების „მესამე სერიის“ დაანონსებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ლაგაზიძის თქმით, გულუბრყვილობაა იმის დაჯერება, რომ „ქართული ოცნება“ ერთი ხელის დაკვრით წავა დათმობაზე. მისივე თქმით, ოპოზიციის ტაქტიკა რამდენიმე მიზეზითაა გამართლებული, მათ შორის იმით, რომ არ არის ძალადობრივი და ხელისუფლებას ამყოფებს სტრესში, რამაც შესაძლოა, შედეგი გამოიღოს.

„ჩვენ თუ ველით, რომ ერთი ხელის დაკვრით რამე შეიცვლება და „ოცნება“ ამაზე წამოვა, ეს გულუბრყვილობაა. „ოცნებამ“ პროპორციული არჩევნების ჩაგდება დაგეგმა 20 ივნისიდან სადღაც 1 კვირაში, როდესაც გამოვიდნენ ემოციური შოკიდან და ძალიან ინანეს თავისი საქციელი. მე ცვლილებებს ერთ-ორ კვირაში არ ველოდები. რაც შეეხება ოპოზიციის ტაქტიკას, ვფიქრობ, რომ ეს გამართლებულია რამდენიმე მიზეზის გამო - უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ეს არის არაძალადობრივი, ხაზგასმულად არაძალადობრივი, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით და მეორე ის, რომ ასეთი პერმანენტული ზეწოლა ხელისუფლებას ამყოფებს მუდმივი სტრესის რეჟიმში და დღეს ჩვენ საქმე გვაქვს ნერვების ომთან, ვინ შეცდება პირველი. ხელისუფლება სრულიად მოსწორებულ ნიადაგზეც კი 7 წლის მანძილზე შეცდომების კასკადს გვთავაზობდა, ასეთ დროს კი დიდია ალბათობა, რომ ხელისუფლებამ კიდევ არა ერთი და მძიმე შეცდომა დაუშვას. მთავარი ამ ყველაფერში არის ის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს სტაბილურობა, თორემ სხვა გამოსავალი ამ ეტაპზე ოპოზიციას, როგორც ერთ-ერთი ტაქტიკა, მე ვფიქრობ, არ აქვს. ეს მუდმივი ზეწოლა ხელისუფლებაზე, ვფიქრობ, უნდა გაგრძელდეს იქამდე, სანამ ის არ წამოვა დიალოგზე“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა