გრიგორი კარასინი იმედოვნებს, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებული ვითარება „მალე მოგვარდება“

ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს არსებულ ვითარებას და ვიმედოვნებთ, რომ ის მალე მოგვარდება, - ამის შესახებ რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის წევრმა გრიგორი კარასინმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით sputnik-ის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე განაცხადა.

„სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით კონტაქტები სხვადასხვა ხაზით შედგა. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს თემა ჟენევის მოლაპარაკების ფარგლებში შედის, რომლის თანათავმჯდომარეებიც რეგიონს სტუმრობენ. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს არსებულ ვითარებას და ვიმედოვნებთ, რომ ის მალე მოგვარდება“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა.

5-თვიანი პაუზის შემდეგ გრიგორი კარასინისა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხვალ პრაღაში გაიმართება.

განსახილველ თემებს შორის იქნება სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობა, სატრანსპორტო სფეროში არსებული ვითარება, ჰუმანიტარული კონტაქტები და სხვა საკითხებიც, მათ შორის სპორტული კავშირები.

„მოლაპარაკების მონაწილეების შემადგენლობა უცვლელია. ესენი იქნებიან ტრანსპორტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ასე რომ, ვემზადებით მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ მზაობა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარებასთან დაკავშირებით, რათა წინ წავიდეთ და კონკრეტულ შედეგებს მივაღწიოთ,“ - განაცხადა გრიგორი კარასინმა.

შეგახსენებთ, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატში მოლაპარაკება ივნისის მოვლენების შემდეგ აღარ გამართულა. მას შემდეგ ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლაც შეწყდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა