ირაკლი ჩიქოვანი - საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, ეძლევა შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო პარტნიორებს საკუთარი დღის წესრიგი გააცნოს

საქართველოს ეძლევა საშუალება, რომ საკუთარი დღის წესრიგი, რომელიც დამყარებულია ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიაზე და კანონის უზენაესობაზე, გააცნოს, როგორც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ასევე წვლილი შეიტანოს იმაში, რომ ამ ღირებულებების გაძლიერება მოხდეს საერთაშორისო , ევროპულ დღის წესრიგში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა, საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით მედიასთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა შეაფასა, როგორც დიდი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის.

პრემიერის პრესსპიკერის თქმით, საქართველო ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქვეყანა და ეს არის პირველად ისტორიაში.

„ევროპის საბჭო, ეს არის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ზუსტად 70 წლის წინ შეიქმნა და დაყრდნობილი იყო ისეთ ფასეულობებსა და ღირებულებებზე, რომელიც მიზნად ისახავს ერთიან ევროპას, როგორც ერთიან სახლს ჩვენი ევროპული ცივილიზაციისა და ასევე ღირებულებებს, როგორიც არის დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის იმის შესაძლებლობა, რომ ის არჩევანი, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ 20 წლის წინ და გავხდით ევროპის საბჭოს ნაწილი, ანუ მივიღეთ ცივილიზაციური არჩევანი, მივიღეთ ისტორიული არჩევანი და მივიღეთ ვალდებულება, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა საქართველო ჩამოყალიბდეს ძლიერ დემოკრატიულ, განვითარებულ სახელმწიფოდ და მისმა მოქალაქეებმა ისარგებლონ აბსოლუტურად ყველა ევროპული შესაძლებლობით“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღეიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით, საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.

აღნიშნულ კომენტარს პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა