გრიგორი კარასინი - სერგეი ლავროვის მსგავსად მეც მჯერა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობა მალე აღდგება - ეს დღეები არც ისე შორსაა

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის წევრმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ მას, ისევე როგორც სერგეი ლავროვს სჯერა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები მალე აღდგება.

„მეც, ისევე როგორც სერგეი ლავროვს, მჯერა ამის. ეს დღეეები არც ისე შორსაა. მე უკვე ვთქვი, რომ გადაჭარბებულ ემოციებს, გაუგებარ უხეშ განცხადებებს ჩიხში შევყავართ, რაც ამ პროცესისთვის საზიანოა. თუ მომავალში მსგავსი სახის ვნებათაღელვას ავიცილებთ, მაშინ ნორმალური, კეთილმეზობლური ურთიერთობები ახალ იმპულსს მიიღებს. ჩვენ ამ საკითხებზე ვმუშაობთ“, - განაცხადა კარასინმა Sputnik-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ხვალ პრაღაში გრიგორი კარასინისა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის შეხვედრა გაიმართება, სადაც ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ საკითხებს განიხილავენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა