გია ვოლსკის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის მიერ მომზადებული შეწყალების ახალი წესები საერთაშორისო დონის სტანდარტს შეესაბამება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მომზადებული შეწყალების ახალი წესები საერთაშორისო დონის სტანდარტს შეესაბამება.

"გამაღიზიანებელი გადაცდომა დამაზიანებელი იქნება საზოგადოებაში საერთო კონსენსუსის თვალსაზრისით. სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული და სტანდარტი საერთაშორისო დონისაა. პრეზიდენტი ისეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რომელსაც არ ექნება გავლილი წინასწარი კონსულტაციები, მათ შორის იმ უწყებებთან, რომელთაც კომპეტენტური აზრი აქვთ", - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების ახალ წესზე მუშაობა დაასრულდა. ახალი წესით დადგინდა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა შეწყალების საქმეების განხილვის კრიტერიუმები, გამარტივდა ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა საქმეების განხილვის პირობები. შეწყალების წესის არსიდან გამომდინარე, პრეზიდენტი უფლებამოსილებას გამოიყენებს განსაკუთრებული და გამორჩეული ინდივიდუალური საქმეების შემთხვევაში, რაც შეწყალების აქტების რაოდენობას საგრძნობლად შეამცირებს.

ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
დეველოპერული კომპანია "ბლოქსი" მომხმარებლებს ბინებზე გრანდიოზულ ფასდაკლებას სთავაზობს
სადაზღვევო კომპანია "ბენეფიტსი" მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს
FDA-იმ IQOS-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და კომპანიის მარკეტინგის უფლება მისცა  (R)
„ალიანს ჯგუფი“ BDO-სთან პარტნიორობით SAP Business One-ს ნერგავს
გაზელ ფაინენსის ინვესტიცია სანიორეს მეღვინეობაში, ნაფარეულის მიკროზონაში ვენახების მფლობელ კომპანიაში
„თბილღვინო“ განაგრძობს საკუთარი ვენახების განვითარებას