გია ვოლსკი - შექმნილ ვითარებაში კომპრომისი არ ჩანს

აზრის გამოხატვის თავისუფლების სანაცვლოდ, ადამიანებმა სერიოზული ფიზიკური სასჯელი მიიღეს და არაერთი შემთხვევა იყო ადამიანების განზრახ მოკვდინების. ეს არის მთავარი, რაც გამოგვარჩევს იმ ადამიანებისგან, ვინც დღეს ბარიერის მეორე მხარეს არიან, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებას. გია ვოლსკი ამბობს, რომ აზრის გამოხატვა საქართველოში თავისუფლად სწორედ მათ მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად არის შესაძლებელი.

„აზრის გამოხატვის თავისუფლებას ის პოლიტიკა აძლევს გარანტიას, რაც 2012 წლის შემდეგ არის სახელმწიფო მიერ გატარებული. უნდა გვახსოვდეს, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლების სანაცვლოდ, ადამიანებმა სერიოზული ფიზიკური სასჯელები მიიღეს და არაერთი შემთხვევა იყო ადამიანების განზრახ მოკვდინების. ეს არის მთავარი, რაც გამოგვარჩევს ადამიანებისგან, ვინც დღეს ბარიერის მეორე მხარეს არიან.

რაც შეეხება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებას, ნებისმიერი პოლიტიკაში ოდნავ მაინც ჩახედული ადამიანი მიხვდება, რომ ეს არის ის, რაც მაღალი ტრიბუნიდან უნდა ურჩიო პარტნიორ ქვეყანას, ამ შემთხვევაში, საქართველოს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, შექმნილ ვითარებაში ძნელია კომპრომისი მოინახოს.

„შექმნილ ვითარებაში არანაირად კომპრომისი არ ჩანს. გადადგეს მთავრობა და ჩატარდეს რიგგარეშე პროპორციული არჩევნები, გადადგეს საარჩევნო ადმინისტრაცია - ეს არის ის, რასაც ოპოზიცია აცხადებს და რის გამოც იკრიბებიან. მე საკმაოდ რთულად წარმომიდგენია ასეთ ვითარებაში შეთანხმება“, - აცხადებს გია ვოლსკი.

თბილისში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებთან დაკავშირებით, სახელმწიფო დეპარტამენტი კომენტარს აკეთებს, რომელსაც „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას და დემონსტრანტებს მოუწოდებს, გამოიჩინონ თავშეკავება და ესკალაცია ან ძალადობრივი მოქმედებები თავიდან აიცილონ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა