„ლელო“ – „ოცნების” მიერ ინიცირებული საყოველთაო ჯანდაცვის ე.წ. რეფორმა სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა, პასუხისმგებლობა მოიხსნან ფულის არამიზნობრივ და დანაშაულებრივ ხარჯვაზე

„ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული საყოველთაო ჯანდაცვის ე.წ. რეფორმა სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა, პასუხისმგებლობა მოიხსნან ფულის არამიზნობრივ, უსისტემო და რიგ შემთხვევაში დანაშაულებრივ ხარჯვაზე, პროგრამის ფარგლებში სამედიცინო დაწესებულებების მიმართ წარმოქმნილ 360- მილიონიან დავალიანებაზე და საფრთხის წინაშე დაყენებული მოქალაქეების ჯანმრთელობაზე”, - ამის შესახებ განცხადება „ლელოს” წევრებმა მოძრაობის ოფისში გააკეთეს.

მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ნაცვლად იმისა, რომ პროგრამისთვის საფუძვლიანად გადაეხედა, გადადგა ნაბიჯი, რომელიც სამედიცინო სისტემას საფრთხეს უქმნის.

„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა საკმაოდ მძიმე პოლიტიკური კრიზის პირობებშია, არ უნდა დაგვავიწდეს მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფის სფერო. სამწუხაროდ, ისე როგორც ყველა სფეროში, „ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში ყველა ინდუსტრია და ყველა სისტემა დეგრადაციის გზას დაადგა ან სტაგნაციის ფაზაში შევიდა, ანალოგიური სიტუაცია გვაქვს ჯანდაცვაში.

„ოცნებამ” დანერგა ჯანმრთელობის უზრუნველყოფის პროგრამა და ამით თავს იწონებდა, თუმცა, თავიდანვე ნათელი იყო, რომ ეს პროგრამა არ და ვერ იქნებოდა მდგრადი, რამდენადაც მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნებიც კი ვერ ახერხებენ მოსახლეობისთვის ხარისხიანი სამედიცინო უზრუნველყოფის სრულ დაფინანსებას. ამის გამო წარმოიშვა დაფინანსების პრობლემები, გაჩნდა კორუფციის დიდი რისკები ამ პროგრამაში ე.წ. შავი ხვრელების არსებობის გამო. აქაც იმის ნაცვლად, რომ საფუძვლიანად გადაეხედათ პროგრამისთვის, გადადგეს ნაბიჯი, რომელიც დიდ საფრთხეს უქმნის სამედიცინო სისტემას, საფრთხეს უქმნის კლინიკებისა და ჰოსპიტალების გამართულ მუშაობას და რაც მთავარია, სრულ დემოტივაციას ახდენს ამ სფეროში შემდგომი ინვესტიციებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის კაპიტალდაბანდებას გამორიცხავს, ძალიან დიდი რისკს ქმნის იმის, რომ კვალიფიციური სამედიცინო კადრების გადინება მოხდეს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, „ლელოს“ აქვს მკაფიო ხედვა, თუ რა რეფორმები უნდა განხორციელდეს სამედიცინო სფეროში იმისთვის, რომ არამხოლოდ უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობა ხარისხიანი ჯანდაცვით, არამედ იმისთვისაც, რომ ქვეყანა გადაიქცეს რეგიონალური მიზიდულობის ცენტრად სამედიცინო კუთხით.

„ლელოს“ ცნობით, მთავრობის 520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ, რაც კლინიკებისთვის მომსახურების ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს, რთულდება და რიგ შემთხვევებში საერთოდ ვერ ხერხდება პაციენტებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა, ასევე კლინიკებისთვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებენ, ეს რეგულაცია სისტემურ პრობლემას წარმოადგენს.

მათივე თქმით, ახალი რეგულაციებით, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა, ზარალი ადგებათ კლინიკებს. „ლელოში“ აცხადებენ, რომ ამ ცვლილებამ უკვე შექმნა რიგი პრობლემები და „მომავალში კატასტროფამდე შეიძლება მიიყვანოს სფერო“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს