„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონია გაიმართება

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით 6 დეკემბერს, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი” ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიება Welcome to Georgia- ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონიას გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, დაჯილდოების ცერემონიაზე, ტურიზმისა და მასპინძლობის დარგის 380-ზე მეტ წარმომადგენელს შორის 26 ნომინაციაში ამდენივე გამარჯვებული გამოვლინდება. მათ შორის დასახელდებიან საუკეთესოები ახალ ნომინაციებში: „საუკეთესო ავიაკომპანია”, „საუკეთესო ტრადიციული რეწვა”, „საუკეთესო ნიშური ტურიზმი”, „საუკეთესო სოფლის ტურიზმის”, „საუკეთესო მცირე მეღვინეობა”, „H2O Water Saving Award”- ეს ნომინაცია შეიქმნა სპეციალურად UNDP-სთან თანამშრომლობის ფარგლებში და სპეციალური პრიზი - Khetsuriani Trophy.

„წლევანდელი ცერემონიის ფორმატი წინა წლებისგან განსხვავებული იქნება, მას საიუბილეო საღამოს ფორმატი ექნება გალა-ვახშამით, ინტერაქტიული პროგრამით და სხვა მრავალი სიურპრიზით. ღონისძიებას 700-მდე სტუმარი დაესწრება, მათ შორის მთავრობისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 2015 წლიდან ტარდება საქართველოში. მან წარმატებით დაიმკვიდრა თავი როგორც სანდო, უნიკალურმა ფლატფორმამ, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული ტურიზმის და მასპინძლობის სფეროს განვითარებაში და რომლის ნომინანტთა და გამარჯვებულთა რაოდენობა ყოველ წლიურად იზრდება“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო