სსიპ "ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს" სატენდერო განცხადება

საქართველოს სახელმწიფო წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს სახით, “ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონის და “ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების” თანახმად, 2019 წლის 27 ნოემბერს აცხადებს ღია საერთაშორისო ტენდერს ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად XIH სალიცენზიო ბლოკზე.

სალიცენზიო ბლოკის ადგილმდებარეობა მოცემულია თანდართულ რუკაზე.

სახელშეკრულებო ფართობზე შემოტანილი განაცხადებები გაიხსნება საჯაროდ ზემოთ მითითებულ დროს, სააგენტოს ოფისში, მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი სანაპიროს ქუჩა #2.

დამატებითი ინფორმაცია

სააგენტოს უფროსის სახელზე წამოდგენილი წერილობითი განცხადების საფუძველზე, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ საინფორმაციო პაკეტები სახელშეკრულებო ფართობებსა და ტენდერის პირობების შესახებ განცხადების წარდგენიდან 15 დღის განმავლობაში. საინფორმაციო პაკეტი გაიცემა უფასოდ, ელექტრონული ვერსიის სახით CD-ზე ან/და ელექტრონული საფოსტო ყუთიდან საინფორმაციო პაკეტის ჩამოტვირთვის გზით. სააგენტო უზრუნველყოფს საინფორმაციო პაკეტის მომთხოვნი პირების კურიერით მომსახურებას, თუ მომთხოვნი პირი წინასწარ ან ადგილზევე გადაიხდის კურიერის მომსახურების საფასურს.

საინფორმაციო პაკეტი მოიცავს: ა) სალიცენზიო ფართობს, ადგილმდებარეობასა და კოორდინატებს;ბ) ხელშეკრულების ნიმუშს თითოეული სახელშეკრულებო ფართობისთვის; გ) მინიმალურ სავალდებულო ფინანსურ და ტექნიკურ მოთხოვნებს ყოველი სახელშეკრულებო ფართობისთვის; დ) ლიცენზიის გაცემისა და ხელშეკრულების გაფორმების გრაფიკს;ე) განაცხადის შეტანის ინსტრუქციებს ტენდერში მონაწილეებისათვის, მონაწილეობის შენატანის ოდენობისა და მისი გადახდის ფორმის ჩათვლით.

წერილობითი მოთხოვნა უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი 0114, სანაპიროს ქუჩა #2. ტელ: (+995 32) 2253399/02 ელ.ფოსტა: n.chubinidze@saog.gov.ge

საკონტაქტო პირები დამატებითი ინფორმაციის მისაღებად:

ვაჟა მიქელაძე - ნავთობისა და გაზის ოპერაციების დეპარტამენტის უფროსიv.mikeladze@saog.gov.ge ტელ: +995 595 000 025

ალექსანდრე ჭაბუკიანი - კონსულტანტიa.chabukiani@saog.gov.ge; ტელ: +995 595 000 050

დალი გაბელაია - ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებების სამმართველოს უფროსიd.gabelaia@saog.gov.ge ტელ: +995 599 033 043

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს