დიმიტრი გვრიტიშვილი მოსამართლე იოსებ ალავიძეზე - გასაგებია, რომ უკმაყოფილოა, რადგან მისი პირადი თანაშემწე იუსტიციის სკოლაში არ ჩაირიცხა

იოსებ ალავიძეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ არის მოქმედი მოსამართლე და მსგავსი პროცესების და გადაწყვეტილებების შეფასებას სიფრთხილით უნდა მოეკიდოს, - ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლის, იოსებ ალავიძის „ფეისბუქ სტატუსს“

„გასაგებია, რომ ის უკმაყოფილოა, რადგან მისი პირადი თანაშემწე იუსტიციის სკოლაში არ ჩაირიცხა, თუმცა მასაც და საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს იყო კონკურსი და ამ კონკურსში მონაწილეობდნენ სასამართლო სისტემის სხვა მოხელეებიც, მათ შორის თბილისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თანაშემწეები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელეები. კონკურსის ფარგლებში შერჩეული იქნა, მათ შორის საუკეთესოები, ამიტომ, მას გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ არის მოქმედი მოსამართლე და მსგავსი პროცესების და გადაწყვეტილებების შეფასებას სიფრთხილით უნდა მოეკიდოს. მოქმედმა მოსამართლეებმა, რომელთაც მაღალი ეთიკური სტანდარტი მოგვეთხოვება, უნდა ვიფრთხილოთ მსგავსი პროცესების შეფასებისგან. ეს არის მისი მოსაზრება. ამას რა სამართლებრივი შედეგები და პროცედურები შეიძლება მოყვეს, ამის შეფასებისგან თავს შევიკავებ, უბრალოდ გამოვეხმაურე მის განცხადებას“, - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

დაიწყება თუ არა მოსამართლე იოსებ ალავიძის მიმართ დისციპლინური დევნა, დიმიტრი გვიტიშვილი განმარტავს, რომ ამ საკითხზე თვითონ ვერაფერს იტყვის, რადგან ამის თაობაზე უფლებამოსილია დამოუკიდებელი ინსპექტორი იმ სასამართლო რეფორმის მიხედვით, რომელიც 2017 წელს განხორციელდა.

„ყველა მოქმედ მოსამართლეს და ჩემ თავსაც მოვუწოდებ, მსგავსი პროცესების შეფასებისას სიფრთხილისკენ“, - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს მოქმედმა მოსამართლემ იოსებ ალავიძემ „ფეისბუქზე“ სტატუსი 25 ნოემბერს გამოაქვეყნა.

„დღეს უიმედოდ, მაგრამ მაინც ველოდებოდი ერთ-ერთი გამორჩეული და ნიჭიერი ახალგაზრდის, იშვიათი გამოცდილების მქონე და წარმატებული იურისტის კონკურსის შედეგებს, თუმცა, სამწუხაროდ ისევ იზეიმა საქართველში კარგად აპრობირებულმა ნეპოტიზმმა, ფამილარობამ, პირადმა კონტაქტებმა, ჩაწყობამ, მომავალი თაობებისთვის უიმედობის განცდის გაჩენამ, ანუ ისევ არაფერი გვეშველება, ... სამარცხვინოა ეს ყველაფერი!“ - წერს მოსამართლე იოსებ ალავიძე.

ამასთან დაკავშირებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა, რომ იოსებ ალავიძე საბჭოს წევრის, ლევან გზირიშვილის შვილის იუსტიციის სკოლაში დანიშვნას ეხმაურება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო