გიგა ბოკერია - საუბარი იმაზე, რომ პანკისში მომხდარზე მთავრობაა პასუხისმგებელი, არასწორია, მაგრამ ყველა მონაცემით, ტრაგედია ჰესს უკავშირდება

საუბარი იმაზე, რომ მთავრობაა პასუხისმგებელი, არასწორია, მაგრამ ყველა მონაცემით, ეს ტრაგედია უკავშირდება ჰესთან დაკავშირებით პანკისში განვითარებულ მოვლენებს, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია პანკისის ხეობაში მომხდარ მკვლელობას.

ბოკერიას ინფორმაციით, ორ გვარს შორის არსებულ კონფლიქტში მთავრობაც იყო ჩართული.

„რა თქმა უნდა, ამ ტიპის ტრაგედია შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის იმ ქვეყანაში, სადაც ფუნდამენტურად ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ ავტომატურად იმაზე საუბარი, რომ მთავრობა არის პასუხისმგებელი, არ არის სწორი, მაგრამ ყველა მონაცემით, რომელიც გააჩნია მედიას, საზოგადოებას, ჩვენც, ჩვენი წყაროებით, ეს ტრაგედია უკავშირდება იმ მოვლენებს, რომელიც განვითარდა პანკისის ხეობაში არც თუ ისე დიდი ხნის წინ. საუბარია ჰესთან დაკავშირებულ პრობლემებზე და ყველა მონაცემით, აქ კონფლიქტის ერთ-ერთ მიზეზი იყო სწორედ ის, რომ ერთი ნაწილი მხარდამჭერი იყო ჰესის მშენელობის, მეორე არა და ამ გარიგებებში მონაწილეობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები“, - განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, ეს ტრაგედია არის ივანიშვილის მმართველობის შედეგი.

„თუ ეს ინფორმაცია სწორია და გვაქვს საფუძველი დავიჯეროთ, რომ ეს ასეა, მაშინ პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს ტრაგედია, ის ატმოსფერო, რომელიც არის პანკისის ხეობაში და მთელ ქვეყანაში, არის პირდაპირი შედეგი ივანიშვილის, ამ სამარცხვინო ლიდერის და მისი სამარცხივნო რეჟიმის პოლიტიკის და დამოკიდებულების ჩვენი მოქალაქეების მიმართ.

ეს არის მაგალითი იმისი, სადაც არ მუშაობს კანონის უზენასეობა, სადაც არ არსებობს კანონი, სადაც შეიძლება პოლიციამ გამოიყენოს ძალა. საქმეების „მოგვარება“ ხდება ასე - კლანური გარიგებით, ვიღაცის გადმობირების მცედელობით, ვიღაცასთან დაპირისპირებით. ეს არის ქაოსი, ძალადობა, უკანონობა, განუკითხაობა და ამ ფონზე მთელი სუს-ი და პოლიციის უზარმაზარი ძალები გადმოსროლილია თბილისში არამარტო იმიტომ, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს უთვალთვანონ, არამედ იმიტომ, რომ სდიონ შეშას და წალამს და არა იყვნენ ფოკუსირებული იმ რეგიონებზე, იმ ვითარებაზე, რომელიც საქართველოსთვის არის ფეთქებადსაშიში. ეს არის მაგალითი, როგორ არ შეიძლება იმართებოდეს ქვეყანა, როგორ არ შეიძლება იყოს უგულებელყოფილი კანონის უზენაესობა, როგორ არ შეიძლება ექცეოდე მოქალაქეებს, როგორი საფრთხე ელის საქართველოს წინ, თუ ამ სამარცხივნო ლიდერმა თავისი კლოუნების გუნდით გააგრძელა ქვეყნის ასე მართვა“, - აღნიშნა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, პანკისში ორ გვარს შორის დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანია მოკლული, ოთხი კი დაჭრილი.

ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2020
ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
უპროცენტო განვადება და საჩუქარი მომხმარებელს - რას სთავაზობს კომპანია ,,ჯეო გლასი"
ბიზნეს-ცენტრი ატრიუმი - პრაქტიკული არჩევანი
„PSP ყველგან შენი ოჯახის გვერდით“ კამპანიის ფარგლებში ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი წყნეთში გაიხსნა
ტერაბანკი ბიზნესკლიენტებს საქმიანობის პოპულარიზაციაში დაეხმარება
ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო