გიგი წერეთელმა სომხეთის დედაქალაქში ოფიციალური შეხვედრები გამართა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის თავმჯდომარე გიგი წერეთელი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდა, სადაც პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს, პარლამენტის თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებზე განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. ისაუბრეს ეუთო-ს განსაკუთრებულ როლზე ყარაბახის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხში და სომხეთში მიმდინარე ფართომასშტაბიან რეფორმებში. ასევე განიხილეს საქართველო სომხეთის ორმხრივი ურთიერთობები და გიგი წერეთლის გაცხადებით სომხეთი საინტერესო მაგალითია იმისა, რომ ხელისუფლებისგან საზოგადოების ნების წინააღმდეგ წასვლა არ მთავრდება ხელისუფლების გამარჯვებით „ძალიან საინტერესო შეხვედრები მქონდა სომხეთის ხელისუფლების პირველ პირებთან. მათ შორის საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა სომხეთის პრემიერ მინისტრთან, ბატონ ფაშინიანთან. ვისაუბრეთ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე. სომხეთი ყარაბახის კონფლიქტიდან გამომდინარე, ეუთოს ყურადღების ცენტრია და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს მედიაციის კუთხით. ასევე ბუნებრივია საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობას, ჩვენ მეზობლები ვართ, ძალიან ახლო პარტნიორები და ეს ურთიერთობა უნდა იყოს ძალიან მჭიდრო და ურთიერთმომგებიანი. ასევე ვიტყოდი, რომ სომხეთი მნიშვნელოვანი მაგალითია იქ მიმდინარე პროცესების გამო, განსაკუთრებით რევოლუციური გარდაქმნების შემდეგ და ასევე საინტერესო მაგალითია, როდესაც ხელისუფლება მიდის ხალხის ნების წინააღმდეგ, ის მაინცადამაინც კარგ შედეგს ვერ აღწევს, ის უმეტეს შემთხვევაში მარცხდება, ამიტომ ეს ყველამ კარგად უნდა გაიაზროს“ ,- განაცხადა გიგი წერეთელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა