Amnesty International - მთავრობის მიერ 18 და 26 ნოემბერს ძალის გამოყენება არც პროპორციული იყო და არც აუცილებელი

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი თბილისში საპროტესტო აქციების დაშლას ეხმიანება. ორგანიზაციის განცხადებით, მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს ძალის გამოყენებისგან მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ.

„ძალა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული, თუ არაძალადობრივი საშუალებები ეფექტური არ იქნება. ამასთან, სამართალდამცავი ორგანოები მაქსიმალურად უნდა ეცადონ, შეამცირონ ზარალისა და ზიანის მიყენება მომიტინგეებისადმი“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ძალა მხოლოდ იმ პირების წინაღმდეგ უნდა იყოს გამოყენებული, რომლებიც ძალადობრივ ქმედებებში არიან ჩართულნი. Amnesty International-ი ყურადღებას ამახვილებს, რომ 18 და 26 ნოემბერს, აქციების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოყენებული იქნა დაბალი ტემპერატურის დროს.

„ანგარიშები აჩვენებს, რომ ზოგიერთმა აქციის მონაწილემ, წყლის ჭავლის გამოყენების დროს დაზიანებები მიიღო. ერთ პირს კი თვალი აქვს დაზიანებული“,- ნათქვამია განცხადებაში.

Amnesty International-ი მიიჩნევს, რომ ორივე შემთხვევაში წყლის ჭავლის გამოყენება არ იყო არც „პროპორციული და არც აუცილებელი“ ქმედება.

„მათი გამოყენების ნებისმიერი გადაწყვეტილება ასევე უნდა ითვალისწინებდეს კონტექსტურ ფაქტორებს, მაგალითად ისეთებს, როგორიცაა, ძალიან ცივი ამინდი, რამაც შეიძლება გაამძაფროს მის მიერ მიყენებული ზიანი“,- წერია განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია