გიორგი ვოლსკი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრებს, ეროვნული თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების კომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ჟოაკიმ პუოიეს და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელს აროლინ ჟონვიეს უმასპინძლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს როგორც საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები ასევე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტები. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში თანამშრომლობის საკითხებზე.

„მხარეებმა იმსჯელეს ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე. აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მნიშვნელობა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და არსებული ვითარების შეფასებაში.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან შეხვედრაში საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი და მისი მოადგილე ერიკ ტოზატი მონაწილეობდნენ.

სტუმრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერა დააფიქსირეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო