კახა კალაძე 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე - თუ კანონის ფარგლებს გასცდებიან, ამას  შესაბამისი რეაგირება მოჰყვება

თუ კანონის ჩარჩოებს და ფარგლებს გასცდებიან, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება,-ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიას განუცხადა, რითაც ხვალ დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა. მისი თქმით, პროტესტის ორგანიზატორებს აქციის გამართვის უფლება აქვთ, თუმცა კანონის ფარგლებში.

"ადამიანებს ჩვეულებრივ რეჟიმში აქვთ თავიანთი მოსაზრებების გამოხატვის უფლება, რასაც ვერავინ შეზღუდავს. კანონის ფარგლებში და ჩარჩოებში მათ შეუძლიათ აქცია გამართონ, გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები, თუ კანონის ჩარჩოებს და ფარგლებს გასცდებიან, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება",-განაცახდა კალაძემ.

კალაძემ ბოლო საპროტესტო აქციის სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშლის საკითხზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ უკანონობა აღიკვეთა.

"უკანონობა იქნა აღკვეთილი, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა იქნა გახსნილი და პარლამენტის შესასვლელები გათავისუფლებული ბლოკირებისგან",-განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა