არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა „ევროპელი სტუდენტები თავისუფლებისთვის" პარლამენტის  წინ კარავი გაშალეს

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა „ევროპელი სტუდენტები თავისუფლებისთვის" პარლამენტის შენობის წინ კარავი გაშალეს. ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრის დაჩი იმედაძის განცხადებით, მათ კარავში 29 ნოემბრიდან საგანმანათლებლო აქტივობები განხორციელდება.

"აქ ჩვენი ოფისი გავაკეთეთ და გარკვეული დროით გადმოვცხოვრდით. ჩვენ ამ კარავში ძალიან საინტერესო აქტივობებს ვგეგმავთ. მოვიწვევთ სპიკერებს, პოლიტიკურ ლიდერებს, იქნება პოლიტიკური აქტივობები, ქვიზები და პოდკასტები. ჩვენი ძირითადი მიზანი თავისუფლების გავრცელება და მასზე საუბარი იქნება. ეს იქნება პროტესტის ერთ-ერთი კერა და გვინდა, რომ ამ მიტინგებს გარკვეულწილად სახე შევუცვალოთ და ცოტათი უფრო ინტელექტუალური გავხადოთ. ჩვენ რუსთაველს უფრო საინტერესო ადგილად ვაქცევთ",-განაცხადა დაჩი იმედაძემ.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის წევრებს სამართალდამცავები დღის პირველ ნახევარში კარვის გაშლის საშუალებას არ აძლევდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს