ფედერიკა მოგერინი - დღეს ვხედავთ რისკს საქართველოში კანონის უზენაესობის მიმართულებით, ზოგიერთი მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელების შეფერხებაში

თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთთან, საქართველოს ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ უსაფრთხოების საკითხები უკანასკნელი თვეების განმავლობაში გაუარესდა - განცხადება ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, სწორედ გაუარესებული უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, აღნიშნულ ტერიტორიაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლობა გაიზარდა.

„ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ინტეგრაციის მიმართ არ არის მხოლოდ განცხადება ან პრინციპის დეკლარირება, არამედ ეს არის ჩვენი ყოველდღიური კონკრეტული სამუშაოს ფუნდამენტი. საქართველო არის ახლო და საიმედო მოკავშირე ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორობაში და ზუსტად ეს არის მიზეზი, რატომაც არ ვარიდებთ თავს, როდესაც ჩვენ ვხედავთ რისკებს, როგორც დღეს ჩვენ ვხედავთ რისკს ქვეყანაში კანონის უზენაესობის მიმართულებით, ზოგიერთი მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელების შეფერხებაში“,- განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

მოგერინიმ ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი ახლა უფრო ახლოსაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან. მან იმედი გამოთქვა, რომ ვითარება თითოეულ ქვეყანაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

„ ჩვენ გავაფორმეთ ასოცირების ხელშეკრულება და თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან. ამ ქვეყნის მოქალაქეებს ახლა შეუძლიათ, ვიზის გარეშე იმოგზაურონ ევროკავშირში, იქნება ეს ბიზნესმიზნებისთვის, ტურიზმისა თუ ოჯახის წევრების მოსანახულებლად. ჩვენ ასევე ხელშესახები პროგრესი გვაქვს სავაჭრო, ენერგეტიკული და ციფრული მიმართულებით. ამავდროულად, ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი ამ ქვეყნებში კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემისა და კორუფციის დამარცხების მიმართულებით“, - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია