ანდრიუს კობილიუსი -  საქართველოს  მმართველმა პარტიამ  პირობა იმიტომ არ შეასრულა, რომ შეეშინდა, პროპორციული სისტემით არჩევნებს წააგებს, ან  არჩევნების მოსაგებად ადმინისტრაციული ხრიკების გამოყენება სურს

ლიტველმა დეპუტატმა, ანდრიუს კობილიუსმა, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა, რომ ბოლო დროს საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყნის დემოკრატიული მომავალისადმი კითხვები გააჩინა.

„საქართველოში განვითარებული მოვლენები ჩვენს შეშფოთებას იწვევს ქვეყნის დემოკრატიული მომავლისადმი. ერთი რამ აშკარაა, დემოკრატიის გარეშე, ინტეგრაცია არ იქნება. საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა პირობა, რომ დანერგავდა პროპორციულ საარჩევნო სისტემას. აშკარაა, რომ მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ შეეშინდა, პროპორციული სისტემით არჩევნებს წააგებს, ან იმიტომ, რომ არჩევნების მოსაგებად ადმინისტრაციული ხრიკების გამოყენება სურს“, - განაცხადა კობილიუსმა.

ანდრიუს კობილიუსმა საქართველოსთან დაკავშირებით "გერმანული მოდელის" უპირატესობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლანდელ მოდელს საქართველოს მოსახლეობა აღარ ენდობა.

„ხალხი ძველ სისტემას აღარ ენდობა. ე.წ. გერმანული მოდელი შესაძლოა, საუკეთესო გადაწყვეტილება იყოს ამ პროცესის, რადგან ამგვარად, საქართველოს კონსტიტუციური ცვლილებები არ დასჭირდება“, - განაცხადა კობილიუსმა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტი საქართველოს უნდა დაეხმაროს, თუნდაც ხანდახან, მწვავე კრიტიკით.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია