ბიძინა ივანიშვილი პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე - ეს არ იყო ხელშეკრულების მსგავსი, ეს იყო კეთილი ნება იმ რთულ სიტუაციაში, რომელიც მოჰყვა 20 ივნისის მოვლენებს

ეს არ იყო ხელშეკრულების მსგავსი, ეს იყო კეთილი ნება იმ რთულ სიტუაციაში, რომელიც მოჰყვა 20 ივნისის მოვლენებს, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე ივნისში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მან პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებზეც ისაუბრა.

“ხელოვნური ხმაურები ჩვენ ბევრი გვქონია, მაგრამ ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ ჩემგან მსგავსის გამეორება არ იქნება სწორი, რამეთუ ჩემი გაკეთებული განცხადება არის მიზეზი ამ ხმაურისა. თანაც “ქართული ოცნების” უმრავლესობა ამას დაეთანხმა. ჩვენ გავაკეთეთ გარკვეული დაპირება, ეს იყო ცალმხრივი დაპირება. ხშირად პოლიტიკურ პარტიებს შორის ხდება რაღაც შეთანხმება, ან საზოგადოების ნაწილთან ხდება შეთანხმება, რაღაცის საფუძველზე თმობენ და მის შესრულებას შესაბამისად მოითხოვენ. ეს არ ყოფილა ხელშეკრულების მსგავსი, ეს იყო კეთილი ნება იმ რთულ სიტუაციაში, რომელიც მოჰყვა 20 ივნისის მოვლენებს. ეს იყო ჩემი ინიციატივა, გუნდში მე მივედი ამ ინიციატივით”, - განაცხადა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა