კატი პირი - არსებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა შეიძლება  მნიშვნელოვანი არასტაბილურობა შექმნას ქვეყანაში და  საქართველოს,  უბრალოდ,  არ შეუძლია თავის თავს ამის უფლება მისცეს

არსებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა შეიძლება, მნიშვნელოვანი არასტაბილურობა შექმნას ქვეყანაში და საქართველოს, უბრალოდ არ შეუძლია, თავის თავს ამის უფლება მისცეს, - განცხადება ამის შესახებ ევროპარლამენტარმა კატი პირიმ გააკეთა. მან ყველა პოლიტიკურ პარტიას დიალოგისკენ მოუწოდა, რათა შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან ოპტიმალური გამოსავალი მოიძებნოს.

„თბილისში ფართომასშტაბიანი პროტესტი მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება, რომ შეეცვალა საარჩევნო კოდექსი 2020 წლისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად. ეს პირობა მიცემული ოყო ქართველ ამომრჩევლისთვის და ჩვენ ველით, რომ საქართველოს ყველა პარტია შეასრულებს ამ მიცემულ დანაპირებს. მაშინ, როდესაც საქართელომ გამოაიარა ამდენად დიდი მანძილი დემოკრატიისკენ სავალ გზაზე უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, არსებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა შეიძლება, მნიშვნელოვანი არასტაბილურობა შექმნას ქვეყანაში და საქართელოს, უბრალოდ, არ შეუძლია, თავის თავს ამის უფლება მისცეს. ჩვენ ველით დიალოგის ინიცირებას ყველა პოლიტიკური პარტიისგან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გამოვიდნენ შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა კატი პირიმ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს