ბიძინა ივანიშვილი - ჩვენ დავზიანდით, გუნდი დაზიანდა,  არა მარტო იმიტომ, რომ თავისი გაცხადებული ვერ შეასრულა, არამედ ჩვენი ბევრი ღირსეული წევრი გავიდა

ხიფათი დავინახე, რომ გუნდი დაშლილიყო და უბედურება მიგვეღო, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გუნდიდან წევრების გასვლამ "ქართული ოცნება" დააზიანა, ისევე როგორც პირობის ვერ შესრულებამ.

"ხიფათი დავინახე, რომ გუნდი დაშლილიყო და ამის მსგავსი უბედურება მიგვეღო. პირველი, რაც მოვახერხე, კენჭისყრამდე ჩვენ ჩავატარეთ უმრავლესობის სხდომა, კენჭი ვუყარეთ, რომ კოლექტიური, გუნდური ხმის მიცემა იქნებოდა: თუ უმრავლესობა იტყოდა ამას უნდა დავუჭიროთ მხარიო, ცალკეული პირები ამას არ დაარღვევდნენ, თუ გუნდს წინ დაუდგებოდნენ, შეიძლება ემსჯელა დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე - ეს მოვხსენით, რადგან ხალხის რაოდენობა 20-ს აჭარბებდა, დუღილი გრძელდებოდა, გრძნობადობა იყო და თვითდაჯერება არ გვქონდა, თუმცა იმედი იყო, რომ გავიდოდა. ამ ფონზე დავუშვით კენჭისყრა, მაჟორიტარებს აღარ აქვთ პასუხისმგებლობა გუნდის წინაშე და მოხდა ის, რაც მოხდა. მე ვფიქრობ, რომ როგორც სამი თვე ქუჩიდან არ გავიდნენ „ნაციონალები“ და არ შეუცვლიათ თავისი ქცევები, პირიქით გააღრმავეს ლანძღვა-გინება, შეურაცხყოფა... მათ უნდოდათ, რომ გუნდი დაეშალათ მთლიანად ან ნაწილობრივ, როგორც მოხდა ახლა. ჩვენ დავზიანდით, გუნდი დაზიანდა, არა მარტო იმიტომ, რომ თავისი გაცხადებული ვერ შეასრულა, არამედ ჩვენი ბევრი ღირსეული წევრი გავიდა, ესეც გუნდისთვის გარკვეული ზიანია. თუმცა ზოგადად, რომ შევაფასოთ სიტუაცია, არაფერი დრამატული არ მომხდარა. განსხვავებულად და ემოციურად აღიქვამენ გუნდის წევრები მომხდარს. მე ვთქვათ, მძიმედ განვიცდი, ვიღაც მსუბუქად, ვიღაც სხვანაირად, მაგრამ თუ პრაგმატულად შევაფასებთ, მართალია ახალგაზრდა პარტია ვართ და შეიძლება ცოტა ადრე მოგვივიდა, მაგრამ ნახეთ განვითარებული ქვეყნები - არ არსებობს პარტია რომელსაც არ ჰქონდეს გაცხადებული და შეუსრულებელი დაპირებები. არაფერი დრამატული არ მომხდარა", -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს