ბიძინა ივანიშვილი - არ მახსოვს,  7-წლიანი ისტორიის განმავლობაში, რომ რამე სერიოზული დაპირება ჩვენ არ შეგვისრულებია

არ მახსოვს, 7-წლიანი ისტორიის განმავლობაში, რომ რამე სერიოზული დაპირება ჩვენ არ შეგვისრულებია. მე ზოგადად ვუფრთხილდები დაპირებებს, ასჯერ და ათასჯერ ვზომავ, რომ შევძლო - თუ პირდები უნდა გააკეთო, - ეს განცხადება “ქართული ოცნების” ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა “იმედის” ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, ის თავის სიტყვებს ძალიან უფრთხილდება და როგორც ყველა, განიცდის, როცა პირდება და ვერ აკეთებს.

“ძალიან ვუფრთხილდები ყოველთვის ჩემს სიტყვებს და მთელი ცხოვრება ასე მიცხოვრია, არამარტო მე, ყველა განიცდის, როცა ამბობს და ვერ აკეთებს. ჩვენ ცილს გვწამებდნენ მუდამ, რომ რაღაც ვერ გავაკეთეთ, რაღაც არ შევასრულეთ, მაგრამ არც ერთი პრინციპული არ მახსოვს ჩვენი 7-წლიანი ისტორიის განმავლობაში, როცა “ქართული ოცნება” მოვიდა პოლიტიკაში, რომ რამე სერიოზული დაპირება არ შეგვისრულებია, მე ზოგადად ვუფრთხილდები დაპირებებს, ასჯერ და ათასჯერ ვზომავ, რომ თუ პირდები უნდა გააკეთო”, - აღნიშნა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

მისივე განცხადებით, სამწუხაროა, რომ “ქართულმა ოცნებამ” დაპირების შესრულება ვერ შეძლო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა