ბიძინა ივანიშვილი - მე ვარწმუნებდი გუნდის წევრებს, რომ  გვქონდა რესურსი -  არ დავარღვიოთ ჩვენი სიტყვა და  ყოველგვარი ძალდატანების გარეშე შეგვიძლია მივიღოთ 50%-სა და 60%-ს შორის

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებში 50%-ზე „მნიშვნელოვნად მეტს“ მიიღებს. როგორც ივანიშვილი აცხადებს, განიცდის, რაც მოხდა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, მისივე თქმით, ვერ მოახერხა გუნდის დარწმუნება, რომ იყო „ძალდატანების გარეშე არჩევნებში 50%-სა და 60%-ს შორის“ მიღების შესაძლებლობა.

„რა თქმა უნდა, მე განვიცდი და გუნდშიც განიცდიან ამას. სჯობდა ეს არ მომხდარიყო. მე ვარწმუნებდი გუნდის წევრებს, რომ ჩვენ გვქონდა რესურსი - არ დავარღვიოთ ჩვენი სიტყვა და ყოველგვარი ძალდატანების გარეშე შეგვიძლია მივიღოთ 50%-სა და 60%-ს შორის, შეგვიძლია უმრავლესობაც მივიღოთ, მთავრობაც ჩამოვაყალიბოთ. გასაგებია, ყველას კითხვა ჰქონდა, რომ კოალიცია ვისთან? ამათთან გინდა კოალიცია? ეს აბსოლუტურად საფუძვლიანი კითხვაა. ჩვენ გვქონდა რესურსი და ვაჩვენებთ კიდეც პოლიტიკოსებსაც და ჩვენს ამომრჩევლებსაც 2020 წლის არჩევნებში, რომ პროპორციული სიით, ჩვენ მივიღებთ მნიშვნელოვნად მეტს, ვიდრე 50%-ია. ჩვენ ეს რესურსი გაგვაჩნდა სამწუხაროდ, ასე მოხდა. ჩვენ მოვახდინეთ მობილიზება, მე პირადად ძალიან ვიაქტიურე და არ დავშალეთ გუნდი. ჩვენ სტაბილური უმრავლესობა შევინარჩუნეთ, უმრავლესობის დაშლა იქნებოდა ტრაგიკული ამ ქვეყნისთვის“,-განაცხადა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს