პანკისის ხეობაში დაჭრილი მურად ქავთარაშვილის ძმა - ტყუილია, თითქოს ჩემი ძმა ინტერპოლის მიერ იძებნება - ეს რუსების მიერ გავრცელებული ჭორებია

ის, რომ თითქოს ჩემი ძმა, მურად ქავთარაშვილი ინტერპოლით არის ძებნილი, აბსოლუტური ტყუილია, - ამის შესახებ პანკისის ხეობაში დაპირისპირების შედეგად ერთ-ერთი დაჭრილის, მურად ქავთარაშვილის ძმამ, მერაბ ქავთარაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე განმარტებით, ის და მისი ძმა ერთ-ერთმა რუსულმა ტელევიზიამ, „რენტევემ“ 2013 წელს ტერორიზმში დაადანაშაულა, თუმცა ეს სიცრუეა.

„ის, რომ თითქოს ჩემი ძმა, მურად ქავთარაშვილი ინტერპოლით არის ძებნილი, აბსოლუტური ტყუილია. ეს რუსების მიერ გავრცელებული ჭორებია და მათი წამოწყებული კამპანიაა. რუსეთის ტელევიზიამ „რენტევემ“ გადაცემა „ვაინაია ტაინაში“ 2013 წელს მე და ჩემი ძმა ტერორიზმში დაგვადანაშაულა, მაგრამ ეს აბსოლუტური ტყუილია. მე მაშინ პანკისის ხეობაში რწმუნებული ვიყავი, მოქეიფე კაცი ვარ, ცხოვრებაში იარაღი არ მინახავს და დამადანაშაულეს, რომ ვითომ სააკაშვილის მარჯვენა ხელი ვიყავი და მთელი იარაღი რუსეთში მე გადამქონდა. გასულ წელს, 10 დეკემბერს, საფრანგეთში ჩავედი და 10 იანვარს ჩამოვედი, ინტერპოლით ძებნილი რომ ვიყო, არ დამიჭერდნენ? რაც შეეხება ჩემს ძმას, არც ჩემს ძმას უყვარს კადიროვი და არც კადიროვს უყვარს ჩემი ძმა და შეიძლება, ეს იყო საფუძელი, რომ ჩემი ძმა ტერორიზმში დაადანაშაულეს. კადიროვი ჩემთან და ჩემს ძმასთან იმიტომ არის დაპირისპირებული, რომ მურად მარგოშვილი ჩვენი ალალი დეიდაშვილია“,-განაცხადა მერაბ ქავთარაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს