ბიძინა ივანიშვილი - არ გამოვრიცხავ, ღია წერილით მივმართო კონგრესს და აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ავუხსნა,  როგორ ხდება, რომ ამერიკული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები ამერიკის  წინააღმდეგ მოქმედებენ

არ გამოვრიცხავ, საჯაროდ, ღია წერილით მივმართო კონგრესს, თუ გნებავთ სენატს, აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საჯაროდ ავუხსნა, როგორ ხდება, რომ ამერიკული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები ამერიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, როდესაც წამყვანის კითხვას კვლევებთან დაკავშირებით პასუხობდა.

როგორც ივანიშვილი აცხადებს, ამერიკის ფულით დაფინანსებული ენჯეოები ამერიკის წინააღმდეგ მოქმედებენ და „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი ხალხი ჰყავს ჩანერგილი ამ ორგანიზაციების ქართულ წარმომადგენლობებში.

„პირად შეხვედრებში ცალკეული ჩინოვნიკი ვერ ახერხებს ამას. ეტყობა არ არის ასე მარტივი. კიდევ გვაქვს პატარა გეგმები, რომ დავარწმუნოთ და ვაჩვენოთ ვაშინგტონს, რა ხდება აქ და თუ არ გამოვიდა ამ ხერხით, მე არ გამოვრიცხავ, რომ საჯაროდ, ღია წერილით მივმართო კონგრესს, თუ გნებავთ სენატს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საჯაროდ ავუხსნა, როგორ ხდება, რომ ამერიკის ინტერესებს ამერიკული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები ამერიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ. რა თქმა უნდა, ნურავის ექნება ეიფორია და მეც არ დავიბრალებ, რომ ამერიკაზე ზრუნვით მისკდება თავი მაინცდამაინც. ამერიკა ზესახელმწიფოა და უჩემოდაც კარგად ართმევს თავს განვითარებას. რა თქმა უნდა, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები ზარალდება. ჩვენი გუნდი განუხრელად იცავს ამერიკულ ინტერესებს და ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანენ, რომ ჩვენი გუნდის რომელიმე წევრი მათ საწინააღმდეგოს რამეს აკეთებს. ჩვენ განუხრელად და გულწრფელად ვიცავთ და ვატარებთ ამერიკულ ინტერესებს. აქ რაც ხდება, რომ ნაციონალების ხალხი მართავს ამერიკელების მიერ დაფუძნებულ ენჯეოებს, ესაა ძალიან სამწუხარო რეალობა“,-აცხადებს ივანიშვილი „იმედის“ ეთერში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა