ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობოებზე - "ნაციონალებმა“ ეს თავის დროზე „დაალაგეს“, მოარგეს იმ მექანიზმს,  რასაც ამერიკა ითხოვდა და ჰყავთ იქ თავისი ადამიანები ჩანერგილი, როგორც კაპიტანი გიგაური

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის ორგანიზაციები ისეთ დევალვაციას განიცდიან საქართველოში, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს საერთო უნდობლობაში და ამას შეიძლება წაუფინონ ის, რომ თუ ეს ცუდია, რაღაცას ისეთს არ აკეთებს ამერიკა - ეს არის ჩემთვის ყველაზე სამწუხარო - ასე შეაფასა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა NDI-სა და IRI-ს კვლევის შედეგები.

მისი თქმით, ორგანიზაციებს საველე სამუშაოებს კვლევისთვის ის ორგანიზაციები უტარებენ, რომლებიც წარსულში "ნაციონალებმა" დააფუძნეს.

"წლების განმავლობაში გრძელდება ეს. ქვეყნდება რეიტინგები, ამას აქვეყნებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ძალიან სერიოზული ორგანიზაცია და საზოგადოებაში მას აღარ აქვს ნდობა. ღიმილით ხვდებიან ამ კვლევის შედეგებს და ეს სამწუხარო რეალობაა. ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა, პრობლემა ის კი არ არის, რომ ამ რეიტინგების გვეშინია, ამ რეიტინგებს ნდობა აღარ აქვს საზოგადოებაში. ამან სხვა დანიშნულება შეიძლება მიიღოს. შეიძლება ვიღაცას, იგივე პოლიტიკოსებს სურთ დაარწმუნონ საზოგადოება ნახეთ: ამერიკულ ორგანიზაციებს არ უყვართ "ქართული ოცნება" და მხარს უჭერენ "ნაციონალურ მოძრაობას". ეს კვლევები იმდენად უნდოა, რომ შეიძლება მართლა ამაზე მიდის მუშაობა. მე ვფიქრობ, რომ ეს საფუძველს არის მოკლებული. ზოგადად რა ხდება?! ხდება ის რომ დევალვაციას განიცდიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ დაფუძნებული ინსტიტუტები ჩვენს ქვეყანაში. ყველამ გაიგო რომ აშშ არ უჭერს მხარს "ნაციონალებს" და არავინ მისტირის მათ ბელადს. გავიგეთ ისიც, რომ კვლევები ვერ დაგვაზიანებს, მაგრამ ზოგადი განცდაა, რომ ეს ორგანიზაციები განიცდიან დევალვაციას.

დღეს ჩვენ მთლიანად ჩამოკიდებულები ვართ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორზე, ისინი ზრუნავენ ჩვენს უსაფრთხოებაზე, ჩვენს განვითარებას უყურებენ, მხარს გვიჭერენ ყველა მიმართულებით და ის, რომ ასეთი სტრატეგიული პარტნიორის ორგანიზაციები ასეთ დევალვაციას განიცდიან, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს საერთო უნდობლობაში. ამას შეიძლება წაუფინონ ის, რომ თუ ეს ცუდია, რაღაცას ისეთს არ აკეთებს ამერიკა - ეს არის ჩემთვის ყველაზე სამწუხარო"-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და იქვე დასძინა, რომ ენჯეოების დაფუძნებას თავისი წესი აქვს და "ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს საკითხი თავის დროზე "დაალაგა" და არასამთავრობო სექტორი "თავისიანებით" დააკომპლექტა.

"ნაციონალებმა“ ეს თავის დროზე დაალაგეს, მოარგეს იმ მექანიზმს, რასაც ამერიკა ითხოვდა და ჰყავთ იქ თავისი ადამიანები ჩანერგილი, როგორც კაპიტანი გიგაური. აბა ნახეთ ვინ აკეთებს ველს?! CRRC და მეორე სახელი არ მახსოვს. კვლევებს უკვეთავენ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ მონაცემები, ამათმა დააფუძნეს ორგანიზაციები რომლებსაც აქვთ ეს მონაცემები, მგონი სხვა ორგანიზაციები არც არიან. მეთოდიკა არანაირი არ იმუშავებს კვლევაში, თუ კითხვა სწორად არ დასვი. მე NDI-სა და IRI-ში ეჭვი არ მეპარება, დიდი ინსტიტუტები არიან, მადლიერების მეტი არაფერი მეთქმის არც მე და არც გუნდს, მაგრამ "ამათი" დაფუძნებული კომპანიებით ვღებულობთ ამ უბედურებას. ეს არ არის ჩვენთვის პრობლემა, ისევე, როგორც არაა პრობლემა ის, რომ განცდა გაჩნდეს თითქოს აშშ მხარს "ნაციონალებს" უჭერს, ამის საპასუხოდ მე მაქვს პასუხი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის: ასეთი მხარდაჭერა საქართველოს მისი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან არ ჰქონია არასდროს", -განაცხადა ივანიშვილმა და მაგალითისთვის კონგრესის მიერ მიღებული ორპარტიული მხარდაჭერის დოკუმენტი დაასახელა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო