„პალიტრა L" თბილისის წიგნის ფესტივალზე ბევრი სიახლითა და დიდი ფასდაკლებებით იქნება წარმოდგენილი

„პალიტრა L"-ის ინფორმაციით,. „თბილისის წიგნის ფესტივალზე", რომელიც დღეიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით გაიმართება, გამომცემლობა „პალიტრა L", ტრადიციულად, მე-11 პავილიონში ბევრი სიახლითა და დიდი ფასდაკლებებით იქნება წარმოდგენილი.

როგორც გამომცემლობაში აცხადებენ, წიგნის დღეებზე მკითხველს "ექსპო ჯორჯიაში" ახალი თარგმანები, წლის ბესტსელერები და საბავშვო ლიტერატურა დახვდება. ასევე, გაიმართება შეხვედრები ავტორებთან, ბიზნესლიტერატურის კონსულტანტებთან, გასართობ-შემეცნებითი თამაშები ბავშვებისათვის და "ლიბერთინსისა" და "წიგნის თაროს" ინტეგრირებული ვიქტორინა, რომელზეც გამარჯვებულები "ლიბერთინსის" წიგნებით დასაჩუქრდებიან.

„ძირითადი ფასდაკლებების გარდა, მკითხველს ელის "ბედნიერი საათები", რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა სერიის წიგნებზე 20-50%-მდე ფასდაკლება იმოქმედებს. გთავაზობთ "ბედნიერი საათების" გრაფიკს:

ლიბერთინსი - 28 ნოემბერი, 18:00;

დისნეის სახეობა - 15:00;

ლურჯი ოკეანე - 30 ნოემბერი, 16:00;

გახდი ბესტსელერის ავტორი - 1 დეკემბერი, 17:00.

29 ნოემბერს კი, "შავი პარასკევის" აქციის ფარგლებში, "პალიტრა L-ის" წიგნების შეძენა 30%-დან 80%-მდე იქნება შესაძლებელი.

ფესტივალზე წარმოდგენილი წიგნების კატალოგის სანახავად გადადით მითითებულ ბმულზე: http://bit.ly/2qAkiHD“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა