გიგა ბოკერია ივანიშვილზე - თუ დიდხანს ალაპარაკე ეს კაცი, როგორც წესი, თითქმის ყველაფერს ამბობს, რაც მის ძალიან სახიფათოდ მოწყობილ თავში არის ჩამალული

ვისაც კიდევ ეპარებოდა ეჭვი, რომ ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილება ეროვნული ამოცანაა, ეს ინტერვიუ საკმარისია, რათა ნახოს, როგორ შარშია ქვეყანა ამ კაცის ხელში, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებები, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, საერთო ეროვნული ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად ჩამოცილდეს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას.

„თუ დიდხანს ალაპარაკე ეს კაცი, როგორც წესი, თითქმის, ყველაფერს ამბობს ხოლმე რაც მის ძალიან სახიფათოდ მოწყობილ თავში არის ჩამალული, სახიფათოდ ქვეყნისთვის. თუ არსებობს საქართველოში საღი აზრის მქონე პატიოსანი ადამიანი, ვისაც კიდევ ეპარებოდა ეჭვი, რომ ამ კაცის ხელისუფლებიდან ჩამოცილება ეროვნული ამოცანაა, ამ ინტერვიუს ყურება არის საკმარისი, რათა ნახოს როგორ შარშია ქვეყანა ამ კაცის ხელში. საერთო ეროვნული ამოცნაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად, სასურველია, პროპორციული ვადამდელი არჩევნებით, ჩამოცილდეს ხელისუფლებას, რადგან ყველა დღე, როცა ამ კაცს აქვს გავლენა, არის მორიგი ხიფათი მთელი ჩვენი ქვეყნისთვის,“ - განაცხადა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო