დავით მათიკაშვილი - ყველაფერი ის, რაც სცილდება კანონს, სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური პასუხის ქვეშ იქნება

ყველაფერი ის, რაც სცილდება კანონს, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური პასუხის ქვეშ იქნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დესტრუქციული გეგმები, რომელიც პარლამენტის მუშაობის შეფერხებას ისახავს მიზნად, ვერ განხორციელდება.

"პარლამენტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს განსახილველი და ბევრი კანონპროექტი ქვეყნისთვის აუცილებელი მისაღები. ყველა გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს რაიმე სახის დესტრუქციის შემოტანას პარლამენტის ფუნქციონირებაში, რა თქმა უნდა, განხორციელებული ვერ იქნება. პროტესტი ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, მისაღებია, რა ფარგლებიც კანონითაა განსაზღვრული და დადგენილია. ყველაფერი ის, რაც სცილდება კანონს და ექცევა სისხლის სამართლის ან სხვა რომელიმე კოდექსის ფარგლებში, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური პასუხის ქვეშ იქნება," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო