შს მინისტრი - პირველ რიგში პოლიციელები არიან ცოდოები, ასევე ის მოქალაქეებიც, რომლებიც გარეთ დგანან

ჩვენ პოლიციელები ვართ და სადამდეც საჭირო იქნება, ვიდგებით ყველა მოქალაქის დასაცავად, მათ შორის, მომიტინგეების, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არსებული სიტუაცია ყველას დისკომფორტს უქმნის, მათ შორის თავად მინისტრს და სამართალდამცავებსაც.

„დისკომფორტი როგორ არ არის, ოთხი დღე რომ გარეთ ვდგავართ დილიდან. პირველ რიგში პოლიციელები არიან ცოდოები. ყველა ვართ ცოდო, ყველა მოქალაქე, რომელიც აქ ცხოვრობს, რომელიც წუხდება და ის მოქალაქეებიც, რომლებიც გარეთ დგანან. რა თქმა უნდა, ცუდია რაც მოხდა და ყველასთვის დისკომფორტია, თუმცა გადაწყვეტილება რაც მიიღო პარლამენტმა, მე არ შემიძლია შევცვალო. მთავრობის წევრები მხარს ვუჭერდით პროპორციულ სისტემას, თუმცა ჩავარდა. მივუშვა და შევარდნენ პარლამენტში, დაანგრიონ, დალეწონ, გადაკეტონ გზები? ეს არის ნორმალური?“, - განაცხადა გომელაურმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომ საზოგადოებამ უკვე ორჯერ იხილა აქციის დაშლა და სადამდე გაგრძელდება აღნიშნული ქმედება, შს მინისტრმა განაცხადა, „საჭირო თუ გახდება, ორჯერ და ათჯერაც იქნება“.

„რა ვქნა აბა, სხვა რა გავაკეთო, გადავკეტოთ მთელი ქალაქი? რესურსი გვეყოფა ორი თვეც, სამი თვეც და ოთხი თვეც, თუ დაგვჭირდება პრობლემა არ იქნება“,- განაცხადა გომელაურმა.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა