ანზორ ბიწაძე - ხელისუფლებამ საკუთარი ხალხისგან დასამალად, რუსთაველზე ბერლინის კედელი ააგო

„ხელისუფლებამ შუა რუსთაველზე ბერლინის კედელი ააგო საკუთარი ხალხისგან დასამალად“, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანზორ ბიწაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი ცინიკური და სამწუხარო სანახაობა რუსთაველის გამზირზე, ალბათ დიდხანს დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.

„საკუთარ ხალხთან დიალოგის და საუბრის ნაცვლად, ხელისუფლებამ ბერლინის კედელი ააშენა შუა რუსთაველზე, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატებს და დანარჩენ საქართველოს (მათ შორის მათ მომხრეებსაც) ყოფს ერთამენთისგან.

რა აღარ გვინახავს რუსთაველის გამზირზე, მაგრამ დღევანდელი ცინიკური და სამწუხარო სანახაობა ალბათ დიდხანს დარჩება ჩვენს მეხსიერებაში“, - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო