გიორგი გახარია - პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში, შეიძლება იყოს ქუჩაშიც, მაგრამ კანონის სრული დაცვით

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკური პროცესი არის პროცესი, რომელიც უნდა მიმდინარეობდეს მედიაში, პარლამენტში, შეიძლება ის მიმდინარეობდეს ქუჩაშიც, მაგრამ კანონის სრული დაცვით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური პროცესი საბოლოო ჯამში არის პროცესი, რომელიც სრულდება ლოგიკურად საარჩევნო უბანზე.

„ჩვენ, მთავრობას გვაქვს ვალდებულება თითოეული მოქალაქის წინაშე, მიუხედავად მრავალგზის დესტრქციული ქმედებებისა, სახელმწიფოს ბლოკირების მცდელობისა, არ მივცეთ არავის უფლება, რაიმე დესტრუქციული ქმედება გადმოვიდეს ბიუროკრატიაზე. ჩვენი ბიუროკრატია, ჩვენი სახელმწიფო მოხელეები უნდა იყვნენ აბსოლუტურად ეფექტურები და კიდევ უფრო კონცენტრირებულად უნდა იზრუნონ თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებასა და პრობლემებზე,“ - განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო

თენგიზ ფხალაძე  -  თუკი დღეს ვინმე ხეირობს საქართველოში შექმნილი ვითარებით, ეს რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2019
რამაზ საყვარელიძე - არც ხელისუფლება ჰგავს პოლიტიკის დიდოსტატს და არც ოპოზიცია, ამიტომ არც ისე იწვიმებს, როგორც ისმის რევოლუციის ჭექა-ქუხილი