გიორგი გახარია - უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების დესტრუქციული ქმედება, მიზნად ისახავს არა ცალკეული ინსტიტუტების, არამედ სახელმწიფოს ბლოკირებას

ბოლო დღეების განმავლობაში ჩანს, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ყველა ეს დესტრუქციული ქმედება, მიზნად ისახავს არა ცალკეული ინსტიტუტების, არამედ სახელმწიფოს ბლოკირებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ის მინისტრთა კაბინეტს მიმართავს და მოუწოდებს, გააორმაგონ ყურადღება და კონცენტრაცია, სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტური მუშაობის გასაგრძელებლად.

„მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსს გამოხატვის თავისუფლება შეიძლება მიაჩნია პოლიციელის შეურაცხყოფა, პარლამენტში შეჭრა ან თუნდაც პარლამენტის პიკეტირება, ჩვენ, სახელმწიფო სრულად ვიაზრებთ ქვეყნის დემოკრატიზაციის მნიშვნელობას და რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხი მსგავს ნაბიჯებზე იქნება სრულად კანონიერი, გააზრებული იმ პასუხისმგებლობით, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენი მოქალაქეების წინაშე. ეს ბლოკირება, არ ნიშნავს ცალკეული ინსიტუტების ბლოკირებას, ეს ნიშნავს სრულად სახელმწიფოს ბლოკირებას, ამიტომ მინდა მოგიწოდოთ, თითოეულ თქვენგანს, გავაორმაგოთ ჩვენი ყურადღება და კონცენტრაცია, რამეთუ ყოველდღიურად, ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელოთ სახლემწიფო ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირება. ჩვენი ვალდებლებაა, ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე, მასწავლებელზე, მედიკოსზე რიგით მოქალაქეებზე, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს და მთავრობის ძირითადი მოვალეობა, რომელიც ჩვენ უნდა შევასრულოთ ყოველდღიურ რეჟიმში, მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა ხდებოდეს პოლიტიკურ პროცესში და ვინც არ უნდა ცდილობდეს, სხვადასხვა დესტრუქციული ქმედებებით სახელმწიფოს ბლოკირებას,“ - განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს