ლევან ხაბეიშვილი - ეს არაა პარლამენტი, ესაა  ქაჯეთის ციხე

არ მახსენდება პარლამენტარები, მშვიდობიან მანიფესტანტებს ემალებოდნენ. გამოვა აჩო, ალუჩა თალაკვაძე და გვეტყვის, რომ პარლამენტის მუშაობას საფრთხე ექმნება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განაცხადა.

„თქვენ ამას სხდომას ეძახით?! ესაა ქაჯეთის ციხე, არაა პარლამენტი. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს პარლამენტია, ძალიან ცდება. საომარი მდგომარეობა აქვს გამოცხადებული „ქართულ ოცნებას“ მშვიდობიან მანიფესტანტებთან. ჯებირს რომ აშენებდენ 7-8 წელი, მოქალაქეებთან კომუნიკაცია არ ჰქონდათ, გასაგებია ეს, ახლა ვიზუალურადაც გააკეთეს ეს.

საქართველოს ისტორიაში არ მახსენდება, რომ რკინის ჯებირებით პარლამენტარები საზღვრავდნენ და მშვიდობიან მანიფესტანტებს ემალებოდნენ. ასეთი რამე წარმოუდგენელია. ათასობით პოლიციელი იცავთ მათ. გამოვა აჩო, ალუჩა თალაკვაძე და გვეტყვის, რომ პარლამენტის მუშაობას საფრთხე ექმნება“, - განაცხდა ხაბეიშვილმა.

აქციის მონაწილეებმა ჩიტაძის ქუჩიდან, სადაც პოლიციამ პარლამენტთან მისასვლელი გზა რკინის კონსტრუქციებით გადაკეტა, ინგოროყვას ქუჩაზე გადავიდნენ, სადაც ასევე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა