„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა და აქტივისტებმა, ჭიჭინაძის ქუჩიდან პარლამენტის უკანა შესასვლელთან  გადაინაცვლეს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა და აქტივისტებმა, ჭიჭინაძის ქუჩიდან პარლამენტის უკანა შესასვლელთან გადაინაცვლეს.

ისინი აცხადებენ, რომ პიკეტირებას და პროტესტის გამოხატვას არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მთელი სამთავრობო კვარტალი რკინის ღობეებში არის მოქცეული.

„ყველა ღობესთან ასე დავდგებით და სადაც გამოჩნდებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები შევახსენებთ მათ „ნამდვილ სახეს“, - განაცხადა უგულავამ.

გარდა ამისა, პარლამენტის შენობის უკანა ფანჯრებთან აქტივისტებმა სტიკერები გააკრეს წარწერით „დალუქულია“. შენობის უკანა შესასვლელთან, ასევე აღმართულია რკინის ბარიკადები, რომელსაც იცავს საპატრულო პოლიციის კორდონი. სწორედ პოლიციისა და კორდონის მეშვეობით უწევს „ქართული ოცნების“ დეპუტატებს პარლამენტში შესვლა.

აქციას მოძრაობა „გაბედე“ შეუერთდა. მათი განმარტებით, ყველგან მოახდენენ პიკეტირებას, სადაც კი მთავრობის წევრები მივლენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს