პარლამენტთან მოძრაობა „გაბედეს" აქტივისტებმა სიმბოლურად შეშა და ივანიშვილის გამოსახულებით „დოლარის კუპიურები“ მიიტანეს

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოძრაობა „გაბედეს" აქტივისტებმა სიმბოლურად შეშა და ივანიშვილის გამოსახულებით „დოლარის კუპიურები“ მიიტანეს.

„ამით აისახება ის, თუ როგორ წაართვა მან ხალხს საშუალება, რომ გამთბარიყო. მას ეშინია იმის, რომ ხალხი იყოს ერთიანი და იყოს სითბოში. ასევე, რაც ყველაზე მეტად უყვარს ამ ადამიანს, ეს არის ფული. ეს არის 41- დოლარიანები. ეს ასახავს ივანიშვილის რეჟიმს", - განაცხადა აქტივისტმა.

ამასთან, მათ პარლამენტთან ასფალტზე წარწერების გაკეთება სცადეს, რასაც პოლიციასა და აქტივისტებს შორის შეხლა- შემოხლა მოჰყვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო